საზოგადოება
საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია ბიუჯეტში 9 მილიონი ლარის გადახდაზე დააკისრა.
გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 12 მარტს სააკაშვილი 9 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისაჯა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე. ჯანაშიას კი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და 300 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა.