საზოგადოება
არჩევნების წინ GORBI-ის კვლევა: „ქართული ოცნება“ ლიდერობს

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ადვილად მოიპოვებს გამარჯვებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საერთაშორისო ცენტრ GORBI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას.

კვლევის თანახმად, ამ კვირაში არჩევნების ჩატარების შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ 66,4% მისცემდა ხმას ქვეყნის მასშტაბით, ხოლო თბილისში – 59,1%.

ჩვენი მიზანი – 64/64-ზე, პრაქტიკულად, უკვე გარანტირებულად არის შესრულებული. ძალიან მარტივად ვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, – განაცხადა კობახიძემ.

ეს შედეგები მკაფიო გზავნილია ჩვენი რადიკალური ოპოზიციისადმი. ისინი ყოველდღე ახალ კრიზისსა და დამხობას ჰპირდებიან ხალხს, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა.

კვლევამ აჩვენა, რომქართული ოცნებისრეიტინგის ზრდა შეუქცევადი პროცესია. ეს ასახავს ქართველი ხალხის სურვილს, თავისი მანდატი გადასცეს მმართველ პარტიას, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.