აქტუალური
პაატა ბურჭულაძე კლინიკაში გადაიყვანეს: „გამოკვლევაზე მივდივარ და აუცილებლად დავბრუნდები“

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. მოძრაობის „რუსთაველის გამზირი“ ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს მედიკოსების დახმარება დასჭირდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

„გამოკვლევაზე მივდივარ და მე აუცილებლად დავბრუნდები“, – განუცხადა ბურჭულაძემ ჟურნალისტს.

ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა პაატა ბურჭულაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აღნიშნა, რომ „გარკვეული ცვლილებებია“.