მოსამზადებელ პერიოდში და 4 ოქტომბერს, საქართველოში წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების დღეს, კოლაბორაციონისტების მთავარი მოწოდება იყო სლოგანი „ძირს რუსები!“.
ქართველი კოლაბორაციონისტები სამშობლოს მოღალატეები არიან, უცხოეთის აგენტები, რომლებიც უცხოური ვალუტის სანაცვლოდ ევროპასა და ამერიკაში საქართველოს მტრებთან თანამშრომლობენ. ესაა „სამოქალაქო სექტორი“ - მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ბირთვს დასავლური გრანტებით გაზრდილი თაობა Z წარმოადგენს; ესაა რადიკალური ოპოზიცია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა. სააკაშვილის რეჟიმის ჯალათები სისხლის სამართლის დანაშაულები მრავლად ჩაიდინეს (იხ. წულუკიანის კომისიის დასკვნა) და პატიებას არ იმსახურებენ, ბარამიძეც და ახალაიებმაც - ყველა დასაჭერია. და, რა თქმა უნდა, ქართველ კოლაბორაციონისტებს ამშვენებს მათი პროპაგანდისტული მედია - ტელეკომპანიები, რომლებსაც ტელეეთერი რატომღაც არ გაუთიშეს.. .
„ძირს რუსები!“ - უყვიროდნენ ეგზალტირებული ტერორისტები კანონიერ ხელისუფლებას, რომელმაც არჩევნების ნაცვლად, თითქოსდა, „რუსული სპეცოპერაცია“ ჩაატარა. „ძირს რუსი ოლიგარქი ივანიშვილი!“ - გაჰყვიროდნენ მეამბოხეები „ქართული ოცნების“ ლიდერის მისამართით - მმართველი პარტიის, რომელსაც ამომრჩეველთა უმრავლესობის მანდატი აქვს. „ძირს რუსები!“ - ამტრევდნენ პუტჩისტები პრეზიდენტის სასახლის ღობეს და დედაქალაქის ცენტრში ყველაფერს ცეცხლს უკიდებდნენ, „მოშორდით აქედან, რუსებო!“ - უყვიროდნენ ისინი სხვა ტელევიზიების ჟურნალისტებს და ფიზიკურად შეურაცხყოფდნენ მათ. „რუსების მონებო!“ - უყვიროდნენ ტერორისტები პოლიციას, დედას აგინებდნენ, ესროდნენ ქვებს და მძიმე რკინის საგნებს, რომელთაგანაც ჩაფხუტები არ იცავდა...
მაგრამ საქართველოში რუსოფობია არ გაუვიდათ - ქართველმა ხალხმა არ დაუჭირა მხარი რუსოფობ ექსტრემისტებს და ხმა მისცა მმართველ ძალას, რომელმაც უარი თქვა ომზე რუსების წინააღმდეგ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში მონაწილეობაზე, რითაც დაიმსახურა საქართველოს ზემოხსენებული მტრების რისხვა. მათთვის რუსთველის სამშობლო ხომ მხოლოდ ბუფერული ტერიტორიაა რუსეთის სამხრეთ საზღვარზე, ნატოს მომავალი ბაზების პლაცდარმი ახლო აღმოსავლეთთან უშუალო სიახლოვეს, ევროპის კასპიის ენერგორესურსებითა და ჩინური საქონლით მომარაგების ლოგისტიკური დერეფანი!
როგორც ხედავთ, დასავლეთისთვის არსებობს მხოლოდ ლოგისტიკური და სამხედრო მიზნები, გეოსტრატეგიული ტერიტორია, სადაც არ არის ადგილი ქართველი ხალხისთვის, ქართული კულტურისა და საქართველოს მომავლისთვის. და დასავლეთის აგენტებმა - მოღალატე რადიკალურმა ოპოზიციამ - ვერ შეძლეს ქართველი ხალხის რუსების წინააღმდეგ აჯანყება, საქართველოს მთავრობის რუსებსა და რუსეთთან გაიგივებით! ქართველ ხალხს რუსები არ სძულს. ქართველებს უწინდებურად უხარიათ რუსი ტურისტების დანახვა და სძულთ ისინი, ვინც ცდილობს საქართველოს თავს მოახვიოს ომები, შიმშილი და ევროპული ჰომოსექსუალური პროპაგანდა.
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენდირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2025 წლის 7 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი