სამართალი
ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაიბარებული. ინფორმაცია პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ამასთან, შსს-ში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რა საკითხზე დაიბარეს ახალაია, თუმცა აცხადებენ, რომ დაბარება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება.

ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს უნდა გამოცხადდეს.