საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: „ტოპტვინები“ აშკარად შენელდნენ

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. მარცხის გასამართლებლად, არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს - ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს.

„საკუთარი მარცხის გასამართლებლად, არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს - ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია. ტოპტვინები აშკარად შენელდნენ”, - წერს პაპუაშვილი.