სამართალი
ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება

 საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ირინე იმერლიშვილს 20 ოქტომბრიდან ვადაზე ადრე შეუწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა ირინე იმერლიშვილის განცხადების საფუძველზე ხდება.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N 2, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მას წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.