სამართალი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის 30 წლის მოქალაქე დააკავეს

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის 30 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

სამართალდამცველებმა „სარფის" საბაჟო-გამშვებ პუნქტში ბრალდებულის შემოწმების შედეგად სამ შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. უწყების ცნობით, მას ნარკოტიკული საშუალება სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული.