რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ფსკერზე, უნიტაზები პოლიტიკაში და „კრიპტოსომეხი“ ღარიბაშვილი

   გორკის პიესისგანფსკერზეგანსხვავებით , რომელსა რუსოფობიის გამო დიდი ხანია ღარ შეისწავლიან საქართველოს სკოლებში, ჩემი დღევანდელი პუბლიკაციის გმირები არიან არა მათხოვრები, ქურდები და მეძავები, არამედ მდიდარი ადამიანები, რომლებიც საზოგადოების უმაღლესი საფეხურიდან ფსკერზე დაეშვნენ. პასუხისმგებლობას მოკლებული, უმეცარი და ამპარტავანი დასავლური და პროდასავლური პოლიტიკური ელიტები, რომლებიც ცრუ პროპაგანდასა და აბჭოთა ხალხების მიმართ სიძულვილით აღიზარდნენ, დღეს ასევე ფსკერზე აღმოჩნდნენ , რაც ყოველთვის მწარეა ...

   რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინ ირონიით გამოეხმაურა რუსული უნიტაზების იმპორტის აკრძალვას, რომელიც ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტშია შეტანილი. ის ფაქტი, რომ მათ ჩვენი უნიტაზების შეძენა გააუქმეს, ძვირად დაუჯდებათ. ისინი დასჭირდებათ, თუ კვლავაც გააგრძელებენ ასეთ პოლიტიკას რუსეთის მიმართ“, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს 2025 წლის 23 ოქტომბერს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ყრილობაზე. იმავე დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი სანქციები დაუწესა „როსნეფტს“, „ლუკოილს“ და მათ შვილობილ სტრუქტურებს, რაც მოსკოვის მხრიდან სამშვიდობო პროცესი დაინტერესების ნაკლებობით განმარტა.

   ფსკერზე საბოლოოდ დაშვებულმა ევროპულმა ელიტებმა, XXI საუკუნეში დასავლეთში ნაცისტური იდეოლოგიის უეცარი გაფურჩქვნის გამო, რუს მწარმოებლებთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, რითაც თავად შეიქმნეს პრობლემები მრეწველობასა და ენერგეტიკაში. მათ აიძულეს თავიანთი ხალხები, კიევის ნაცისტური რეჟიმის მხარდაჭერის ნიშნად, ბუნებრივ აირში ბევრჯერ უფრო ძვირი გადაეხადათ! გამოაცხადეს ანტირუსული სანქციები, მაგრამ ერთი სიტყვითაც არ უსაყვედურებიათ ზელენსკის მთავრობისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი“-ს აფეთქებისთვის, რომელიც მათ სინათლითა და სითბოთი ამარაგებდა, რადგან ის გაზი რუსული იყო, შესაბამისად, „მტრის გაზს“ წარმოადგენდა!

   უნიტაზები პოლიტიკაში ქართველებისთვის ახალი თემა არ გახლავთ: 2003 წლის 23 ნოემბერს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სააკაშვილმა განაცხადა, რომ წითელ ინტელიგენციას უნიტაზში ჩარეცხავდა“, თუმცა თავად „წითელი ინტელიგენტების“ შთამომავალია - როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან.

უნიტაზები რუსეთის საელჩოსთან ორჯერ მიიტანეს: პირველად 2006 წლის 11 მაისს, როდესაც ისინი რუსული არაყით ჩარეცხეს ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად; მეორედ 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსი „ოკუპანტი-მარადიორების“ მიმართ ზიზღის ნიშნად.

დღეს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ფსკერზეა - უსამშობლო ადამიანი, უკრაინის მოქალაქე, რომელიც სასჯელს საქართველოში იხდის, ხოლო მისი რეჟიმის დანაშაულების გამოძიების საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ ცხინვალის საარტილერიო იერიში 2008 წლის 7 აგვისტოს, შუაღამემდე ნახევარი საათით ადრე, სწორედ უმაღლესი მთავარსარდლის, სააკაშვილის ბრძანებით დაიწყო! ასეთია ცხოვრება, სადაც შეიძლება მოკაშკაშე მწვერვალებიდან ფსკერამდე დაეცე, სადაც დღეს ქვეყნის ყოფილი მბრძანებლები აღმოჩნდნენ.

ზოგიერთი, ვინც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აშუქებდა, ახლა საკუთარ თავს პროსამთავრობო ტელეარხებზე პიარებს და რუსებსსაქართველოს პირველ მტრებსუწოდებს, თუმცა კარგად გვახსოვს, შიშით როგორ ვერ ჩამოდიოდნენ ეს კაცუნები უნიტაზებიდან სააკაშვილის რეჟიმის დროს და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას აღიარებდნენ... ხოლო საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ არც კი შეიწუხა თავი ნამდვილი გმირის - პოლკოვნიკ თეთრაძის სახელის თუნდაც პატარა ქუჩის დარქმევით, რომელიც სააკაშვილის ჯალათებმა არაადამიანური წამებით მოკლეს, მაგრამ ვერ გატეხეს - ვერ აიძულეს, უდანაშაულო ადამიანებისთვის რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა დაებრალებინა...

ღმერთმა განსაჯოს ისინი, ისევე როგორც ის ათას კლდეზე გადამხდარი ბნელიტის სახეები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ პრემიერ ღარიბაშვილს კუდში დასდევდნენ მასთან ფოტოს გადასაღებად, დღეს კი ზურგს უკან კრიპტოსომეხს, მაშასადამე, მათი გაგებით, ცუდს უწოდებენ. თუმცა, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ეს ვიგინდარები პოლიტიკაში ყოველთვის უნიტაზები იყვნენ და ფსკერზე ეგდნენ, სადაც სწორედაც რომ მათი ადგილია.

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმისგენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

25.10.2025
საქართველო, თბილისი