სამართალი
საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტში ახალი ფრაქცია – „საქართველოსთვის“ შექმნეს.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძეა.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების თაობაზე 20 ოქტომბერს განაცხადა. პარტიაში აღნიშნეს, რომ პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები საკანონმდებლო ორგანოში გუშინ, 28 ოქტომბერს მივიდნენ.