რელიგია
პატრიარქმა არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან და მღვდელმსახურად გაამწესა

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და გაამწესა წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი შუამდგომლობით საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ მიმართა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი. ა.წ. 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს ბრძანებაში.