საზოგადოება
საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და შეუპოვრობის წყალობით, მან მედიასფეროში დიდი გზა გაიარა.მუშაობა თბილისში რადიოში დაიწყო, შემდეგ კი რუსეთში გაემგზავრა, სადაც მაღალი პოსტები ეკავა მედიაჰოლდინგებსა და ტელეარხებზე.
იგი იყო მედიაკომპანია „აპოსტოლის" თანამფლობელი, წამყვანი გადაცემების „ყველაზე ჭკვიანი“, „დეტალები“ და „კარგი სიმღერები“ „საქორწილო ვნებათაღელვა" და „СТС შობს სუპერვარსკვლავს!". НТВ-ზე მარგარიტა სიმონიანთან ერთად მიჰყავდა პოლიტიკურიტოკ-შოუ „რკინის ლედები“.
თინა კანდელაკი იყო Матч ТВ-ის გენერალური პროდიუსერი, „გაზპრომ-მედიას" დირექტორის მოადგილე, 2022 წელს იგი ტელეკომპანია ТНТ-ის დირექტორის პოსტზე დაინიშნა.