პუბლიკაციები
საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. მაკა ბოჭორიშვილმა და თეოფილე III-მ საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ღრმა ისტორიულ და სულიერ კავშირებზე ისაუბრეს. საგანგებო ყურადღება დაეთმო მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს მსოფლიო და რეგიონალური მშვიდობის შენარჩუნებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოფილე III-ს აღსაყდრებიდან 20 წლის იუბილე მიულოცა.
იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.
მაკა ბოჭორიშვილი, დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავი და გოლგოთა მოინახულა.