უცხოეთი
მარია ზახაროვა - უკრაინის წევრობა ნატო-ში, რომელმაც რუსეთი საფრთხედ მოიხსენია, ჩვენთვის მიუღებელია

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მოსკოვისთვის მიუღებელი იქნება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს საქმიანობის არსი რუსეთზე კონტრშეტევაა.

„ნატო-ს მცდელობები, რომ უკრაინა საკუთარ ორბიტაზე მოაქციოს, კვლავ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის. უკრაინის წევრობა ამ აგრესიულ სამხედრო ალიანსში, რომელმაც საკუთარ სამიზნედ რუსეთი გამოაცხადა და ყველა ოპერაციულ გარემოში უსაფრთხოების საფრთხედ მოიხსენია, ჩვენთვის მიუღებელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნატო-ს საქმიანობის არსი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კონტრშეტევაა“, – განაცხადა ზახაროვამ.

1tv.ge