საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. წილოსანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს წინააღმდეგ კამპანიაზე დახარჯული თითქმის ერთი მილიონი ლარი, საკმაოდ ცნობილ უცხოურ გამოცემებს ხმარდება.
დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოსთან მიმართებით მაღალრეიტინგულ და გავლენიან უცხოურ გამოცემებში ვრცელდება, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეკვეთილი ცრუ ნარატივია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან.
BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს, შესაძლოა, „კამიტი“ გამოიყენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია და არ გამოუყენებია მომიტინგეების წინააღმდეგ ბრომბენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ დეზინფორმაცია, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს შესახებ მაღალრეიტინგულ და გავლენიან უცხოურ გამოცემებში ვრცელდება, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით მომზადებული ცრუ ნარატივია“, - განაცხადა წილოსანმა.
წილოსანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს წინააღმდეგ კამპანიაზე დახარჯული თითქმის ერთი მილიონი ლარი, საკმაოდ ცნობილ უცხოურ გამოცემებს ხმარდება.
„ალბათ, შეგიმჩნევიათ მრავალი სტატიის ხმაურიანი სათაურები, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს და ადანაშაულებენ მას ევროკავშირისა და ტრამპის წინააღმდეგ პოლიტიკის გატარებაში. ეს არის უცხოური მედიასაშუალებები, რომლებიც, როგორც FARA-ს დოკუმენტებმა აჩვენეს, აქტიურად თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - განაცხადა წილოსანმა.
სექტემბერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას Nelson Mullins Riley & Scarborough LLP 360 ათასი დოლარი გადაუხადა.
ერთი წლით ადრე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ასევე გამოაქვეყნა მონაცემები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტების შესახებ. ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ ფირმა Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. ლობისტების დახმარებას ითხოვდა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეარხ „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი.
სკანდალური რეპორტაჟი და გამოძიების დასკვნები
BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს, შესაძლოა, „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების დროს BBC-მ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, ექიმები და შეაგროვა მონაცემები, რომლებიც, თითქოსდა, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.
საპასუხოდ საქართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სუსმა გამოიძია.
გამოძიების ინფორმაციით, შსს-მ 2007 და 2009 წლებში ებრაული კომპანიისგან შეიძინა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ თავის გამხსნელთან, „ტრიქლორეთილენთან“ ერთად, და სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენებოდა საქართველოში აქციების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებულია კვლევის 25 ნიმუში.
საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“.
გარდა ამისა, სუსი აღნიშნავს, რომ ლაშა შერგელაშვილი, რომლის ინფორმაციასაც მეტწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, იძებნება თბილისის შემოგარენში იარაღის სამალავის საქმეზე.