უცხოეთი
აშშ-ის თავდაცვის ეროვნული სტრატეგია: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს მრავალი დემოგრაფიული და ეკონომიკური სირთულე და ომი უკრაინაში გრძელდება, მას კვლავ აქვს სამხედრო და სამრეწველო სიძლიერის უდიდესი მარაგები

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 2026 წლის თავდაცვის ეროვნული სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც რუსეთი მოხსენიებულია, როგორც მუდმივი, თუმცა კონტროლირებადი საფრთხე.

„რუსეთი ახლო მომავალში რჩება მუდმივ, თუმცა კონტროლირებად საფრთხედ ნატოს წევრი აღმოსავლეთ ქვეყნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს მრავალი დემოგრაფიული და ეკონომიკური სირთულე და ომი უკრაინაში გრძელდება, მას კვლავ აქვს სამხედრო და სამრეწველო სიძლიერის უდიდესი მარაგები“, - აღნიშნულია ახალ სტრატეგიაში.

2026 წლის სტრატეგიაში აგრეთვე ნათქვამია, რომ პენტაგონი „უზრუნველყოფს აშშ-ის ძალების მზადყოფნას რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად“.

ამასთან ერთად, პენტაგონი აღნიშნავს, რომ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები რუსეთს ეკონომიკისა და მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით გაცილებით უსწრებენ, შესაბამისად, მათი „ფარული სამხედრო პოტენციალი უფრო დიდია“.

imedinews.ge