უცხოეთი
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულია სამი პირი, რომლებიც ბაქოში ერთ-ერთ საელჩოსთან ტერაქტს გეგმავდნენ

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. აზერბაიჯანში „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოების სამი წევრი დააკვეს, რომლებიც ბაქოში ერთ-ერთ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდნენ.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულები „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთის განშტოების, „ისლამური სახელმწიფო ხორასანის“ (ISIS-K) წევრები იყვნენ.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არასახელებს, კონკრეტულად რომელი ქვეყნის საელჩოზე იგეგმებოდა თავდასხმა. გამოძიება „ტერორიზმის მომზადების“ მუხლით მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული 2000 წელსაა დაბადებული, ხოლო ორი – 2005 წელს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულები ტერაქტს „რელიგიურ ნიადაგზე გეგმავდნენ“. მათივე ცნობით, ამოღებულია იარაღი.

სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.

1tv.ge