პოლიტიკა
საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით 28 იანვარს დაგეგმილი ბრიფინგი გადაიდო. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ამინდთან დაკავშირებული მიზეზის გამო ბრიფინგი გადაიდო“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიაში 28 იანვარისთვის დაგეგმილ ბრიფინგზე განცხადებები უნდა გაეკეთებინათ: McLarty Associates-ის მმართველ დირექტორს, კლერ კაიზერს, „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორს, ლორა თორნტონსა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარს, ოლესია ვართანიანს.