აქტუალური
პარლამენტის თუ პარლამენტარებისთვის გაწეული ხარჯი

benzin4თბილისი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, პარლამენტის წევრებმა  2011 წლის 6 თვეში 153 350 ლიტრი საწვავი გახარჯეს. დეპუტატების ავტომანქანებისთვის გაწეულმა ხარჯმა 2010 წელს 279 250 ლიტრი შეადგინა, ხოლო 2011 წლის 6 თვეში ფაქტობრივად გაწეულმა ხარჯმა – 153 350 ლიტრი. პარლამენტის წევრებს 53 ერთეული ავტომანქანა ემსახურება.

რაც შეეხება კავშირგაბმულობასა და მობილურ კომუნიკაციას, ამ მიმართულებით 2011 წლის პირველ 6 თვეში გაიხარჯა 71 085 ლარი. 2010 წელს ამ ხარჯის  ოდენობამ 116 710 ლარი შეადგინა. მობილური ტელეფონით სასაუბრო ლიმიტი კი თითოეული კომიტეტისთვის ყოველთვიურად 400 ლარია.