რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ჰამბურგული ანგარიში

   2026 წლის 8 თებერვალს 2 წელი შესრულდა, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილი და „ქართული ოცნების“ მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრად მუშაობს. მმართველი პარტიის სტაჟიანმა წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობის სატელიტი ფრაქციიდან ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს ახალგაზრდა პრემიერის პოლიტიკით, თითქოსდა მათი ღვაწლი მივიწყებას მიეცა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს ჩამოაშორეს. თვალშისაცემია, რომ ამ პატივცემული ბატონების რეკომენდაციების უმეტესობა, რომლებიც მართლაც იმსახურებს ყურადღებას, ჩემი პუბლიკაციების ფრაგმენტული პლაგიატია, რაც სამართლისა და ფილოსოფიის დოქტორმა კობახიძემ უდავოდ იცის, მაგრამ ეთიკური მოსაზრებებით არ იმჩნევს. სამართლიანობისთვის გუნდის წევრებისადმი უმადურობაც უნდა ვაღიაროთ, რომლებიც გამარჯვებას უშუალოდ ელექტორატის წიაღში აწრთობენ. მათი შრომის ღირსეულად დაფასების წინასაარჩევნო დაპირებები არჩევნების მეორე დღეს დავიწყებას ეძლევა და აქ ვეღარაფერს გახდები - ეს „ქართულ ოცნებას“ „სისხლში აქვს“, თუმცა კობახიძე ამაში სხვებზე ნაკლებად არის დამნაშავე, რადგან ჰამბურგული ანგარიშით“, ანუ რეალურად, ის მხოლოდ ბოლო 2 წელია მართავს.

   ჰამბურგული ანგარიშიფრაზეოლოგიზმი, რომელიც ნიშნავს რაიმეს შეფასებას უმაღლესი სტანდარტით, დათმობების, პირფერობისა და ანგარებიანი ინტერესების გარეშე. გამოთქმა, რომელიც ვიქტორ შკლოვსკიმ 1928 წელს გახადა პოპულარული, სათავეს იღებს ჰამბურგში ცირკის მოჭიდავეების დახურული, პატიოსანი ტურნირების ლეგენდიდან, სადაც ვლინდებოდა ნამდვილი ძალა და არა ანგაჟირებული შედეგი.

   საქართველოს უახლეს ისტორიაში მმართველი პარტიის შიგნით განხეთქილებები უცხო ხილი როდია. გვერდს ავუვლი შექსპირის კალმის საკადრის კულუარულ ბრძოლებს ცეკაში ვასილ მჟავანაძის შემდეგ და პირდაპირ გადავალ პოსტსაბჭოთა პერიოდზე, როდესაც არაერთხელ გავხდი მოწმე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძის მმართველი პარტიის - „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ დამფუძნებლებსა და ჟვანია-სააკაშვილი-ბურჯანაძის მომხრეთა შორის მომხდარი სკანდალებისა. შედეგად ახალგაზრდა რეფორმატორთა ტროიკამ დატოვა მმართველი პარტია, დაარეგისტრირა სამი ახალი და გაიმარჯვა 2004 წლის არჩევნებში „ფერადი რევოლუციის“ შემდეგ. ჯეკპოტიც სამად გაიყვეს - სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, ჟვანია - პრემიერი, ხოლო ბურჯანაძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ერგო. რაც შეეხება პრეზიდენტი შევარდნაძის პარტიას, რომელიც „სახლ-ში“ წავიდა, ის უკვალოდ გაქრა. ედუარდ ამბროსის ძემ ოჯახის რჩევა გაითვალისწინა და წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი ძალაუფლება ახალგაზრდა რეფორმატორებისთვის გადაცემა, ხოლო „მოქალაქეთა კავშირის“ რებრენდინგი, რომელსაც მაშინდელი პრემიერი ჯორბენაძე ჩაუდგა სათავეში, საგანგებოდ გაყალბებული არჩევნები, „ვარდების რევოლუციის“ დასასაბუთებლად, მხოლოდ სპექტაკლის ანტურაჟი იყო, რომ შევარდნაძისთვის მისსავე თანამებრძოლებს ბრძოლის გარეშე დანებება არ დაებრალებინათ.

   იგივე ბედი ელისქართულ ოცნებასაც“, თუ მისმა დამფუძნებელმა - მილიარდერმა ივანიშვილმა - მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა გააფრთხილა ქართველი ხალხი: თუკი მის მიერ შექმნილი მმართველი პარტია ლაგამს აიწყვეტდა და გაქსუვდებოდა, ის ოპოზიციაში წავიდოდა . ოღონდ დღეს ოპოზიციის შექმნაც ივანიშვილს უწევს, რადგან სააკაშვილისნაციონალურმა მოძრაობამსული განუტევა, ისევე როგორც თავის დროზე შევარდნაძისმოქალაქეთა კავშირმა“.

განსხვავება მაშინდელ და ახლანდელ განხეთქილებებს შორის მხოლოდ ისაა, რომ დღეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ივანიშვილი შეუდარებლად დიდ რესურსს ფლობს, ვიდრე მაშინ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე შევარდნაძე - ბუშის, კოლის, პაუელის, ბეიკერის, შულცისა და შრედერის მეგობარი. მაშინ ჟვანია-ბურჯანაძე-სააკაშვილის სამეულს მხარი დაუჭირა ყველამ - რუსეთმაც, რომელმაც საგანგებოდ მოავლინა თბილისსა და ბათუმში უშიშროების საბჭოს მდივანი ივანოვი, და კორუფციით დაქანცული ელექტორატის დიდმა ნაწილმა; დღეს კი რეფორმატორთა სამეული - პრემიერი კობახიძე, სუს-ის ხელმძღვანელი მდინარაძე და ეკონომიკის მინისტრი ქვრივიშვილი - მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერას ეყრდნობა, რომელმაც ახალგაზრდებს ბრწყინვალე შანსი და კარტ-ბლანში მისცა - იმის მიუხედავადაც კი, რომ მას დასავლეთში არ ჰყავს ისეთი მეგობრები, როგორიც შევარდნაძეს ჰყავდა. უმადური ადამიანებით იმედგაცრუებულმა მილიარდერმა ამჯერად, როგორც ჩანს, ფსონი კობახიძის ცივ პრაგმატიზმზე და პატიოსნებაზე დადო, რომელთანაც ბიზნესსა და კორუფციას ახლოსაც არ ჩაუვლია. მაგრამ პრემიერის მაგიდაზე მავნე მავანი ძველ «ნაღმებს» უკვე დებს და ეს შეუსრულებადი ამოცანები (პლასტიკის ბოთლების, 2020 წლამდე გამოშვებული ავტომანქანების იმპორტის აკრძალვა და ..) ამომრჩეველს აღიზიანებს. ირაკლი კობახიძის მუშაობას არაერთგვაროვნად აფასებენ, მე კი მას ჰამბურგული ანგარიშით ვაფასებ და მივიჩნევ, რომ დიუსელდორფიც, UNDP-იც, USAID-იც და სოროსის ფონდიც ნანახ პრემიერს, სადაც დაკავებული იყო ადამიანის უფლებებითა და რეფორმების პროგრამებით განათლების სფეროში, უცხოეთის გავლენის აგენტები და NGO-ების „ცხრა წყალში ნაბანი“ დიაცები საკენკს ვერ დაუყრიან - კობახიძემ ეს „სამზარეულო“ შიგნიდან იცის! ამასთანავე, წარბშეუხრელი კობახიძე შესაშურ გამძლეობასა და მოთმინებას ფლობს - ის ელოდა, სანამ მისი მტრები სიფხიზლეს დაკარგავდნენ და ბევრ შეცდომას დაუშვებდნენ, ხოლო როგორც კი პრემიერ-მინისტრი გახდა, ხისტად წარუდგინა მათ ანგარიში - მერე რა, რომ ინტელიგენტია?

   თუ თბილისში დაუყოვნებლივ არ ისწავლიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიუკერძოებელ შეფასებას, ქართველ ხალხს მძიმე დრო ელის. შოუ მოულოდნელად დასრულდება და უცებ აღმოჩნდება, რომშავი დღისთვისარაფერი ღირებული არ გადაგვინახავს; რომ არავის ვჭირდებით და არავისთვის ვართ მნიშვნელოვანი, რადგან ნამდვილი მეგობრები არ შევიძინეთ, რადგან ვყოყლოჩინობდით და ხელს ვკრავდით მათ, ვისაც მეგობრობა სურდა - მაშინ, როცა ეს მწყალობლის ხელი იყო. ვინ დაეხმარება საქართველოს ომის, შიმშილის, სიცივის, ეპიდემიების, ხანძრებისა და მიწისძვრების შემთხვევაში?! ქართველთა იმ მცირე ნაწილის გამო, რომელიც საკუთარი განსაკუთრებულობის ამბიციითაა დაავადებული და რომელთათვისაც ყველა ქვეყანა, ხალხი თუ ცივილიზაცია ცუდი და მტერია, საქართველო რისკავს დიდ სატრანზიტო მილად და დერეფნად დარჩეს. ხოლო ოპოზიციის ნარჩენები და ძალით ბომონდი, რომელიც ყოველ ახალ ბელადს კალთაში უხტება, იმის ნაცვლად, რომ დღესკიდობნის აგებაშიდაეხმაროს, საბოტაჟით დაკავდა - იპარავს დროს, ფიცრებსა და ნახაზებს, მართავს პოლიტიკურ სტრიპტიზ-შოუებს და ყველნაირად უფანტავს ხალხს ყურადღებას.

   ვაშა! კობახიძემ უკან დაიხია, თსუ-სა და სტუ- აღარ გააერთიანებენ!“ - ზეიმობს გულუბრყვილო პუბლიკა და ვერ ხვდება, რომ კობახიძემ ეს რაუნდი მოიგო: თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელმაც სახე დედიკო გიჟულის წყალობით დაკარგა, მაინც გაერთიანდება ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან, როდესაც ვერ გაივლის სერტიფიცირებას, ან გაკოტრდება; ძველ ლექტორებს დაითხოვენ - ზოგი საკვალიფიკაციო გამოცდას ვერ ჩააბარებს, ზოგიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. დღეს კი პრემიერმა კობახიძემ გამოჩენილი „გულისხმიერებისთვის“ ამ ლექტორებისა და სტუდენტების სიმპათია დაიმსახურა.

   „გრანტების შესახებ კანონი, რომელიც კონსტიტუციონალისტმა კობახიძემ შექმნა, არარეალურია! მისი მიხედვით, ნებისმიერი ინვესტიცია და ბიზნესი, სამეცნიერო საქმიანობა და მედია ხვდებაუცხოეთის აგენტის გრანტისკატეგორიაში და ექვემდებარება დასჯას, როგორც ხელისუფლების პოლიტიკაზე გავლენის მომხდენი მისი შეცვლის მიზნით“! ეკონომიკა - ეს ხომ კონცენტრირებული პოლიტიკაა, ისინი განუყოფელნი არიან, ეს ანბანური ჭეშმარიტებაა! და ვის აქვს უფლება, აუკრძალოს ამომრჩეველს პოლიტიკაზე აზრის გამოთქმა, თუ მათ, როგორც სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმა, რაიმე გრანტი მოიძიეს?!“ - დუღს ვნებები ქართველ საზოგადოებაში. დიახ, არსობრივად ისინი მართალი არიან, მაგრამ მოდი გავიხსენოთ პრობლემის ისტორია: 1 - როდესაც საქართველოში მიიღეს პირველი კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელსაც მე „FARA light“ ვუწოდე, უცხოელი აგენტები რუსთაველის გამზირზე „მოლოტოვის კოქტეილებით“ გამოვიდნენ - წვავდნენ პარლამენტს, ამსხვრევდნენ პოლიციის ავტომობილებს, ცეცხლს უკიდებდნენ პოლიციელებს და აიძულეს ხელისუფლება, უკვე მიღებული კანონი უკან გაეწვია; 2 - ამის შემდეგ მიღებულ იქნა ამერიკული კანონის, FARA-ს ზუსტი ასლი, მაგრამ ოპოზიცია მაინც არ დაშოშმინდა — შეანგრია პრეზიდენტის სასახლის ღობე, შიგნით შეჭრას აპირებდა და სპეცრაზმი რომ არა, გასული წლის 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში, ევროკავშირის სასიხარულოდ, შედგებოდა; 3 - ამის შემდეგაც კი, ევროკავშირის ხელმძღვანელები და დიპლომატები ღიად აცხადებდნენ, რომ ეძებენ გზებს კანონისთვის გვერდის ავლით ოპოზიციისთვის ვალუტის გადასაცემად. განა გასაკვირია, რომ დღეს ხელისუფლება იღებს კანონს „FARA hard“?! „მოითხოვე სასურველზე მეტი, რათა გარანტირებულად მიიღო სასურველი“ - ასეთია ტაქტიკა, რომელსაც, სავარაუდოდ, მოცემულ შემთხვევაში კობახიძე მიჰყვება. თუმცა, შეიძლება სხვა ფორმულის ამოქმედებაც: დაე, საქართველოში რაც შეიძლება მეტი ფული შემოვიდეს! გრანტის მიზნობრივი გამოყენების შესამოწმებლად დასავლეთს ხელები მოკლე აქვს, ხოლო სუს-ი უპრობლემოდ დაადგენს - ვინ ამზადებს კვლავ ამ დოლარებით თუ ევროებით გადატრიალებას, ვინ - უბრალოდ ითვისებს მათ და მდიდრდება, და ვინ იყენებს მიზნობრივად - ეკოლოგიაზე, სოფლის მეურნეობაზე, სამეცნიერო კვლევებსა თუ მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ფული დარჩება საქართველოში, დააპურებს და დაასაქმებს ჩვენს მოქალაქეებს და გადასახადების სახით შევა სახელმწიფო ბიუჯეტში - რა არის ამაში ცუდი, მითხარით ერთი?!

აქ ქართველებისთვის მაგალითად შეიძლება გამოდგეს სომხეთის პრემიერი ფაშინიანი, რომელიც: 1 - მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მოუწერია ხელი აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე; 2- მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ევრაზიული კავშირისა და ОДКБ- წევრია; 3 - მიუხედავად იმისა, რომ სომხეთ-ირანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეები დგანან; 4 - რომ ტრამპის დერეფანი (TRIPP №741) ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე რუსეთის გარეშე გაიხსნას, რადგან სომხეთის ყველა რკინიგზა რუსული სახელმწიფო კომპანიის - „რუსეთის რკინიგზისსაკუთრებაა; 5 - რომ სომხეთს არ გააჩნია რუსული სახელმწიფო კორპორაციაროსატომისალტერნატივა, რომელიც ემსახურება მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს სრულ გაჩერებამდე და რომელთანაც ერევანს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ახალი ატომური სადგურის მშენებლობაზე, მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, ფაშინიანი მადლიერებით ელოდება აშშ-სგან 9 მილიარდ დოლარს ამერიკული მოდულური ატომური სადგურების ასაშენებლად, რასაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დაჰპირდა ერევანში 9 თებერვალს ოჯახური ვიზიტის დროს! მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული სადგურები ძალიან სახიფათოა, რადგან არ არის მორგებული სომხეთის მაღალ სეისმურ აქტივობას:მთავარია ამ გრანტის მიღება, მერე კიან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონიო!“ - თვლის ფაშინიანი, რომელმაც ამერიკასთან მშვიდობიანი ატომის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერით წინასწარ მოიგო 7 ივნისის არჩევნები!

   კობახიძის პრორუსულმა პოლიტიკამ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია, სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით!“ - აკრიტიკებენ კობახიძეს მისი მტრები, რაზეც კობახიძეს შეუძლია მისთვის დამახასიათებელი ღიმილით უპასუხოს: „უკაცრავად, დააკონკრეტეთ გეთაყვა — ვისგან მოვახდინე საქართველოს იზოლირება?! ევროკავშირის ლიდერებისგან, რომლებიც დღეს კრემლში პუტინთან მისაღებად რიგში დგანან? თუ დიდი ბრიტანეთისა და მთელი დასავლური ელიტებისგან, რომლებიც პედოფილიითა და კანიბალიზმით ერთობოდნენ ეპშტეინის კუნძულზე? რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ მოთმინებით ველოდებით საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის რესტარტს, რომელსაც ჯერ კიდევ 2008 წლის 9 იანვარს მოეწერა ხელი. ზუსტად ასეთ ქარტიას მოაწერეს ხელი 2026 წლის 10 თებერვალს, ანუ 18 წლის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა!“.

ამრიგად, ჰამბურგული ანგარიშით კობახიძე ისევ იგებს.

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

12.02.2026
საქართველო, თბილისი.