პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: რა დაჰკარგვია ამერიკას სამხრეთ კავკასიაში

  იმისათვის, რომ ჩემმა თანამემამულეებმა ტელეეთერებში საქვეყნოდ აღარ მოიჭრან თავი - აღარ ილაპარაკონ სისულელეები შუა დერეფნის და ტრამპის დერეფნის შესახებ, ვთხოვ მათ გადავიდნენ ქვემოთ მითითებულ პუბლიკაციებზე, სადაც მოკლედ, მათთვის გასაგებ ენაზეა გადმოცემული, თუ რას წარმოადგენს ეს პროექტები სინამდვილეში.

1. „ჩამოდით ზანგეზურში“, ანუ TRIPP No. 741

2. ზანგეზური - გეზი საქართველოს გვერდის ავლით

    ამის შემდეგ მხოლოდ აგიტაციის მსხვერპლმა შეიძლება გაიმეოროს, რომ ვაშინგტონმა, რომელმაც სანქციები დააწესა ჩინეთის წინააღმდეგ, ხელს უწყობს ამ ორ დერეფანს, ანუ - ჩინური პროდუქციის ოპტიმიზირებულ მიწოდებას ევროპაში და ამ მიზნით თურმე ესტუმრა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანს!

    მხოლოდ აგიტაციის მსხვერპლი იტყვის, რომ შეერთებული შტატები, რომელიც დღეს რუსეთს ენერგომატარებლების გასაღების ბაზრებისთვის ებრძვის და რომელმაც ანტირუსული სანქციებით აიძულა ევროკავშირი სამჯერ ძვირად ამერიკული ნავთობი და გაზი ეყიდა, მიესალმება თურმე კასპიის ნახშირწყალბადებისა და განახლებადიმწვანეენერგიის მიწოდებას ევროპისთვის საქართველოს გავლით!

თუმცა ნებისმიერი დიასახლისისთვისაც კი ნათელია - აშშ- სამხრეთ კავკასიაში აინტერესებს რუსეთთან საზღვრები და კომუნიკაციები, მათი კონტროლი; კასპიის ენერგომატარებლები - აზერბაიჯანში; წყალი, ოქრო, ურანი და სპილენძის ქალკოპირიდი - სომხეთში; წყალი, მანგანუმი, ოქრო, ნავთობი და იშვიათ მიწა ლითონები - საქართველოში. და კიდევ, აშშ დაინტერესებულია, რომ მთელი ეს სიმდიდრე არ დარჩეს დიდ ბრიტანეთს, ისრაელსა და ევროკავშირის ქვეყნებს.

   გარდა ამისა, ვაშინგტონს სურს ააშენოს სომხეთის სიუნიქის ოლქში, ირანის საზღვართან, ატომური სადგური და რეგიონალური სადაზვერვო ცენტრი (data center) ვოროტანის კასკადის - სპანდარიანის, შამბის, ტატევის ჰესების მეზობლად, რომლებიც აუცილებელია როგორც ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდების წყარო, ისე ორივე ობიექტის გასაგრილებლად.

   პროტოკოლით ატომური სადგურისა და data center-ის, ასევე ზანგეზურის დერეფნის („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ TRIPP, №741 ტვირთების) დასაცავად საჭიროა სამხედრო კონტინგენტი - ეს იქნება მცირე ამერიკული სამხედრო ბაზა სომხეთში.

აი, რა „დაჰკარგვია“ სინამდვილეში აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში.

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

12.02.2026
საქართველო, თბილისი.