აქტუალური
მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრეზიდენტმა პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო და პარლამენტის ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.