უცხოეთი
თურქეთში F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, რასაც პილოტი ემსხვერპლა

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. თურქეთში F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, რასაც პილოტი ემსხვერპლა, - ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„F-16-ის ტიპის გამანადგურებელი ბალიქესირის საჰაერო ბაზიდან აფრინდა, ხოლო მასთან კავშირი 00:56 საათზე დაიკარგა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დაწყების შემდეგ დადგინდა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა და პილოტი დაიღუპა“, - აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.

თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

interpressnews.ge