აქტუალური
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ჩვენ არ ვიღებთ მიზანში მეზობელ ქვეყნებს

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ჩვენ არ ვიღებთ მიზანში მეზობელ ქვეყნებს, თუ მათ ტერიტორიას უდანაშაულო ირანელ ხალხზე თავდასხმისთვის არ იყენებენ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.

ღარიბაბადიმ აღნიშნული განცხადება აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

ირანი არ ესხმის თავს მეზობელ ქვეყნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არიან ჩვენი აქტიურები მოწინააღმდეგეები, კერძოდ, ისრაელი და აშშ, ან ამ ქვეყნების ტერიტორია არის გამოყენებული ირანის ისლამური რესპუბლიკის უდანაშაულო ხალხზე თავდასხმისთვის. ჩვენ ეს თავიდანვე განვაცხადეთ, რომ რეგიონში თუ არის სამხედრო ბაზები, რომლებსაც ირანზე თავდასხმისთვის იყენებენ და ამერიკული ძალები იქ იმყოფებიან, მაშინ მათ მიზანში ამოვიღებთ. ეს არის პოლიტიკა, რომელიც წინასწარ დავაანონსეთ“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ.

ჟურნალისტმა ქაზემ ღარიბაბადის კითხვა დაუსვა აზერბაიჯანში, კერძოდ, ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონების თავდასხმის შესახებ, რაზეც გარიბაბადიმ განაცხადა, რომ პირველად ესმის მომხდარის შესახებ.

ჩვენ არ ვიღებთ მიზანში მეზობელ ქვეყნებს. ამ ინციდენტის შესახებ პირველად თქვენგან გავიგე. უნდა მოვიძიო ინფორმაციის წყარო, გავეცნო ამ ინფორმაციას. შემდეგ შემიძლია კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა ქაზემ ღარიბაბადიმ.