რელიგია
რომის პაპი: ახლო აღმოსავლეთში ძალადობა უნდა შეწყდეს, დიალოგისთვის სივრცე უნდა გაიხსნას

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ირანსა და ახლო აღმოსავლეთში ძალადობა უნდა შეწყდეს, დიალოგისთვის სივრცე უნდა გაიხსნას,- ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა.

რომის პაპის თქმით, ირანიდან და ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან შემაშფოთებელი ცნობები ვრცელდება.

პონტიფიკოსმა მხარეებს ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე გამართული ლოცვის დროს რომის პაპმა აღნიშნა, რომ მიმდინარე კონფლიქტი შიშსა და სიძულვილს აღვივებს და არსებობს საფრთხე, რომ დაპირისპირება კიდევ უფრო გაფართოვდეს და სხვა ქვეყნებიც ჩაითრიოს, მათ შორის, ლიბანი.

პონტიფიკოსის თქმით, აუცილებელია, შეწყდეს დაბომბვა, რათა შეიქმნას სივრცე დიალოგისთვის.

აღვავლინოთ ჩვენი მოკრძალებული ლოცვა, რომ ბომბების ხმა შეწყდეს, იარაღი დადუმდეს და გაიხსნას სივრცე დიალოგისთვის, სადაც ხალხების ხმა იქნება მოსმენილი”, – განაცხადა რომის პაპმა.