პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: ნიკოლაი ვლადიმიროვიჩი და ყველა, ყველა, ყველა

   საქართველოს მოქალაქეებმა მხოლოდ დღეს, ირანის ბალისტიკური რაკეტების დარ ტყმების შემდეგ გაიგეს, თუ რამდენი ამერიკული სამხედრო ბაზაა ახლო აღმოსავლეთში, რამდენად ახლოს არის საქართველო ირანთან და რატომ არ ჩამოვარდა თბილისში ირანული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ნატო-ს საჰაერო თავდაცვამ თურქეთის თავზე ჩამოაგდო. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკამ, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში პრემიერი ირაკლი კობახიძე ირანისა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების მიმართ ახორციელებდა, გაამართლა.

   3 მარტს საქართველოში აშკარად გარკვეული მისიით ჩამოსული სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც პირველივე საღამოს მოხიბლა ყველა სიღნაღის ერთ-ერთ რესტორანში დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრით, ორაზროვან მდგომარეობასა და არჩევნების წინაშე იმყოფება. პროექტი ტრამპის მარშრუტი“ TRIPP №741 მოკვდა ისე, რომ არც კი დაბადებულა: დერეფნის სადავო სტატუსის გამო - ზანგეზურის თუ სიუნიქის? - ხელშეკრულება ჯერჯერობით არ არის ხელმოწერილი. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის ექსპლუატაციაში ჩაბარებას 2028 წელს მოასწრებენ, აშშ-ის პრეზიდენტი, რომლის სახელიც მას ეწოდა, აღარ იქნება პრეზიდენტი - ტრამპი 2028 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას აღარ წარადგენს.

მაგრამ მთავარი ისაა, რომ „ტრამპის მარშრუტი“ გადის სომხეთ-ირანის საზღვარზე, მდინარე არაქსის გასწვრივ და ამიერიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ირანი მოწონებით შეხვდეს - ისევე, როგორც ყველაფერს, რაც ტრამპის სახელს უკავშირდება. ეს კი ნიშნავს, რომ ომის გამო მრავალჯერ გაზრდილი ტვირთების ნაკადი „შუა დერეფანზე“ საქართველოზე გაივლის და ფოთის პორტმა შეიძლება ვერ გაუძლოს გაზრდილ ტვირთბრუნვას, რის გამოც სასწრაფოდ გახდება ასაშენებელი ანაკლიის პორტი. ანუ საქართველო კვლავინდებურად რჩება „სიცოცხლის გზად“ სომხეთისთვის, რომლისთვისაც ქართული ტარიფები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ნიკოლ ვოვას ძე ფაშინიანს მეტი აღარ სჭირდება ნიკოლა სარკოზისთან გაიგივება აზერბაიჯანის საპირწონედ, მას დღეს უკვე შეუძლია მშვიდად იწოდებოდეს თავისი სრული სახელითა და მამის სახელით - ნიკოლოზ ვლადიმერის ძედ.

ფაშინიანის ადგილზე ნებისმიერი სხვა დიდი ხნის წინ იქნებოდა პოლიტიკური და ფიზიკური გვამი იმის შემდეგ, რაც მან ჩაიდინა - მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება სომხეთში, ციხეში ჩასვა მთელი ზედა ეშელონი, ჩააბარა ყარაბაღი და ახლა სურს დააპატიმროს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი. მაგრამ ფაშინიანი ულვაშსაც არ იხრის, რადგან მოიპარსა ულვაში, ჩამოაყალიბა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ვარჩაბენდი“, რომელშიც დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს, დაშორდა ცოლს, მთელ მსოფლიოს „გულებს“ უგზავნის და ჩებურეკებს მიირთმევს. შედეგად, ქართველები, რომლებიც სომხების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით არ გამოირჩევიან, სოციალურ ქსელებში წერენ: თუ ფაშინიანი სომხეთში არჩევნებს წააგებს, ჩამოვიდეს საქართველოში და ჩვენი პრემიერი გახდესო!“. თბილისის სპორტის სასახლეში კი უკვე ერთი წელია ანშლაგებია სომხური ესტრადის ვარსკვლავების კონცერტებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები დაახლოებით 80 დოლარი ღირს. გასულ კვირას მომღერალ ტატევ ასატრიანს ქართველები აეროპორტში ჩოხებში გამოწყობილნი დახვდნენ და სიმღერები უმღერეს - ასე საქართველოში არავის დახვედრიან!

   რაც შეეხება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელმაც თეირანს ღრმა სამძიმარი გამოხატა და ჩანაწერი დატოვა აზერბაიჯანში ირანის საელჩოში სამგლოვიარო წიგნში, მიუხედავად ისრაელთან სტრატეგიული პარტნიორობისა, აქ მოტივაცია არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია, 1990-იანი წლების დასაწყისში, სსრკ-ის დაშლისა და ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებისთანავე, ირანმა აზერბაიჯანს თავისი ტერიტორიის გავლით ნახიჭევანისკენ დერეფანი (სარკინიგზო მიმოსვლის ჩათვლით) დაუთმო, რაც აზერბაიჯანს სრული ბლოკადის თავიდან აცილებაში დაეხმარა. ხოლო 28 აპრილის ომამდე ირანი სთავაზობდა „ტრამპის მარშრუტის“ პარალელურ არაის დერეფანს - სატრანსპორტო მარშრუტს ირანის ტერიტორიაზე, მდინარე არაქსის მოპირდაპირე, მარცხენა სანაპიროზე, რომელიც აზერბაიჯანის ძირითად ნაწილს ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან აკავშირებს და სომხეთის საზღვრიდან 5 კილომეტრში გადის. პროექტი მოიცავს საავტომობილო, სარკინიგზო გზებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს, რაც ზანგეზურის დერეფნის ალტერნატივაა.

   ცნობისთვის: მარშრუტი აგბენდი - კალალა - ჯულფა უზრუნველყოფს საბჭოთა სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის აღდგენას მდინარე არაქსის გასწვრივ. პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვას, რაც აზერბაიჯანს ნახიჭევანში პირდაპირ გზას აძლევს სომხეთზე (მაგალითად, სიუნიქის ოლქზე) გავლის გარეშე, ასევე ხსნის გზას თურქეთის საზღვრისკენ. ზანგეზურის დერეფნისგან განსხვავებით, რომელიც გულისხმობს სომხურ სიუნიქზე (მეღრიზე) გავლას, არაქსის მარშრუტი გეოგრაფიულად უფრო მეტად არის შეზღუდული ირანის საზღვრით. პროექტი ითვალისწინებს ხიდების მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის აღდგენას, რაშიც აქტიურ როლს თამაშობს თურქეთი, რომელიც საზღვრამდე სარკინიგზო ქსელს ავითარებს.

   შემდეგ. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმება, რომელიც ოვალურ კაბინეტში მხოლოდ პარაფირირებული იყო, ჯერ არ არის ხელმოწერილი, რადგან აზერბაიჯანი სომხეთის კონსტიტუციის გადაწერას ითხოვს. და როგორ მოიქცევა აზერბაიჯანი, თუ მისი სტრატეგიული მოკავშირე - ისრაელი - დახმარებას სთხოვს, მაგალითად - ენერგომატარებლების მიწოდებას, რითაც ის მაშინვე გახდება თეირანის სამიზნე?

   მაშასადამე,შუა გზის“ ქართული მარშრუტი ერთადერთად რჩება. შემთხვევითი არ არის, რომ 3 მარტს ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს მე-12 სხდომაზე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი პრეზიდიუმში საპატიო ადგილას დასვეს, სადაც მან სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სატრანზიტო მისიაზე ისაუბრა. ეს იმედის მომცემია, რომ ბუნებრივი აირის მოწოდების პრობლემებსა და ფასების ზრდას ჯერჯერობით არ უნდა ველოდოთ. ხოლო ნახიჭევანზე ორი დრონით განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა (აეროპორტსა და სკოლასთან ახლოს) ირანულ-აზერბაიჯანულ პროექტებს საერთოდ წერტილი დაუსვა. გასკდი, მაგრამ ფასონი შეინარჩუნე!“ - აზერბაიჯანი, რომელმაც რუსეთთან კონფრონტაციის შემდეგ უპირობო რეგიონული ლიდერის მაღალი საერთაშორისო თამასა დაიკავა, ახლა ყოველნაირად ცდილობს ამ მისიას შეეფერებოდეს.

საქართველოსთვის ცუდი ამბები ჯერჯერობით შემოიფარგლება იმით, რომ დოლარის კურსის ზრდა ქართულ ეროვნულ ვალუტასთან - ლართან - მიმართებაში უკვე დაიწყო და მას ხელოვნურად სწევენ მაღლა სპეკულაციურ ოპერაციებს მონატრებული საბანკო სტრუქტურები. საქონელზე, მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა, რა თქმა უნდა, სამომავლოდაც გარდაუვალია. რაც შეეხება ენერგომატარებლების ფასებს: თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო დროს საქართველო ნავთობს რუსეთისგან ყიდულობს, შეიძლება ვიიმედოვნოთ, რომ ბენზინსა და დიზელზე ფასების ნახტომი ისეთი საგრძნობი არ იქნება, როგორც სხვა ქვეყნებში.

   რაც შეეხება საქართველოს ერთგულ მეზობელს - რუსეთს, რომელსაც დღეს ომი აქვს უკრაინაში (ამ უკანასკნელუსთვის აშშ-ს რაკეტები გასაყიდადაც კი აღარ აქვს, პენტაგონი მოერიდება უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფასაც კი, რათა არ მოახდინოს ირანისთვის ანალოგიური დახმარების პროვოცირება რუსული თანამგზავრებიდან). რუსეთი მოგებას მიიღებს მკვეთრად გაძვირებული ენერგომატარებლების გაყიდვით; რუსეთი, რომლის ჩარევის გარეშეც ამერიკული დერეფნები და მოდულური ატომური ელექტროსადგურები სომხეთში თავისთავად იქცა საარქივო დოკუმენტებად. რუსეთი მოთმინებით ელოდება და უყურებს მეტამორფოზებს - როგორ იქცევიან სამხრეთ კავკასიაში „უშნო იხვის ჭუკები“ „ლამაზ გედებად“, როგორ აფართოებენ თანამშრომლობას გუშინდელი არამეგობრები და მათთან ექსპორტ-იმპორტის მოცულობის ზრდა გვპირდება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების თვისობრივად ახალ დონეზე გადასვლას. ხოლო გუშინდელი მეგობრები კარგავენ „წონაში“ და დიდ „ბონუსებს“ მოსკოვთან კონფრონტაციის გამო.

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2026 წლის 9 თებერვალი
საქართველო, თბილისი