რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: კაცი ბჭობდა, ტრამპი იცინოდა!

   დღეს პოლიტიკაში გამოუცდელი მოქალაქეც კი ხვდება, რომ პოლიტიკა, რომელშიც მოდის კანონმდებელი ამერიკის შეერთებული შტატებია, არის, ოტო ფონ ბისმარკის გამოთქმით, შესაძლებლის ხელოვნება. თანამედროვე პოლიტიკა არის ბრძოლა ვიწრო ეროვნული ინტერესებისთვის, ხშირად - მცდარად გაგებულისთვის, და არა ზოგადსაკაცობრიო იდეალებისთვის - სიკეთისთვის, მშვიდობის, თანხმობისთვის, სიყვარულისა და სილამაზისთვის. ამიტომ, მიმდინარე მოვლენების შეფასებისას პირდაპირხაზოვნება ორმაგად მიუტევებელია პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების, საზოგადოებრივი მოღვაწეებისთვის, ჟურნალისტებისა და იმათთვისაც, ვისაც პრეტენზია აქვს ასეთად იწოდებოდეს.

საქართველოში პირდაპირხაზოვანი აზროვნებით სცოდავენ როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები (უმეტესწილად - უცხოური გავლენის აგენტები), ისე გასული საუკუნის დასაწყისში ჩარჩენილი პრიმიტიული დემაგოგები, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ საზოგადო მოღვაწეების, ექსპერტების, ფილოსოფოსების, პოლიტკომენტატორებისა და სხვა პოლიტჭორიკნების კომფორტული ნიშები. რუსეთი ღალატობს თავის მოკავშირეებს, სირიისა და ვენესუელის შემდეგ მან უღალატა ირანს!“, „დასავლეთის გეგმებში რუსეთი ირანის შემდეგ მომდევნოა!“, „რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის გარეშე ვერ შეძლო უკრაინელების განდევნა კურსკის ოლქიდან და ყოველდღე იბომბება!“, „ქართული დელეგაცია ვაშინგტონში ჩვენების მისაცემად დაიბარეს: რა თავგადასავალი დაგემართათო, რომ 2026 წლის 11 თებერვალს, ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ [Epic Fury] დაწყებამდე 17 დღით ადრე, თქვენ, ვისაც ჩვენთან ურთიერთობის „სუფთა ფურცლიდან“ დაწყება გსურთ, თბილისის ტელეანძა ირანის დროშის ფერებში გაანათეთ ისლამური რევოლუციის 47-წლისთავის აღსანიშნავად?!“ - აი, მათი ბოლო 10 დღის მორიგი მესიჯები.

„რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“ - ყველაზე ადვილია ხელი ჩაიქნიო - აქაოდა, სიბრიყვე ქურდობაზე უარესიაო“ და ეს პირდაპირხაზოვნება გონების სიზარმაცეს მიაწერო: ვითომ ასე უფრო ადვილია, არ არის საჭირო თავი შეიწუხო ანალიზით, მითუმეტეს, როცა ცოდნა არ გყოფნის ან ის საერთოდ არ გაგაჩნია. მაგრამ ვაი, რომ ბევრი ამ უტრირებულ „სიმარტივეს“ პროპაგანდისთვის იყენებს, რომელიც ზუსტად რომ უნდა იყოს მარტივი და გასაგები, როგორც პლაკატი. ნამდვილი პოლიტიკური ლიდერები კი ხელმძღვანელობენ არა ემოციებით, არამედ „ჰარმონიას ალგებრით ამოწმებენ“, ფლობენ გამოცდილებას, ტალანტსა და ცხოვრებისეულ სიბრძნეს. მაგალითად, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა იციან „მთავარი საიდუმლო“, ამიტომ არიან აუღელვებელნი და ირანთან დაკავშირებულ სიტუაციაში არ უშვებენ შეცდომებს. მათ მშვენივრად ესმით, რომ დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს ქმედებები - ეს არის არა იმპულსური ვოლუნტარიზმი, არამედ რაციონალური, მაშასადამე - ადვილად პროგნოზირებადი და მოტივირებული მეთოდებია, რომლებიც დაფუძნებულია ცივ გათვლასა და არსებულ პირობებზე (გათვლებში დაშვებული შეცდომები - ცალკე თემაა და არ განიხილება).

   „შესაძლებლის ხელოვნება“ მხოლოდ პრაგმატული აზროვნების მქონე პოლიტიკოსებს და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბიზნესმენებს ხელეწიფებათ, და არა „ერჯერად“ პოლიტიკანებს, როგორც მაგალითად, საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელებს. მათ, ვინც რისკზე მიდიან, იციან მთავარი: „ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ“ - „შესაძლებლობის ფანჯარა“ მუდმივად ღია ვერ იქნება, პირობები იცვლება, ამიტომ ვინც შანსი გაუშვა - მან წააგო. არ გაუშვა, გამოიყენო შანსი დროულად!სწორედ ამაში მდგომარეობს შესაძლებლის ხელოვნება.

დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ფლობენ რა ერთობლივ უპირატესობას ტექნოლოგიებში, სამხედრო ძალასა და დაზვერვაში, გადაწყვიტეს არ გაეშვათ მათთვის მიცემული შანსი. შეცდნენ თუ არა გათვლებში, ეს ძალიან მალე გაირკვევა, რადგან ირანელებიც ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩევიან და საერთოდ, აღმოსავლური ვერაგობა სპარსელებისთვის - მშობლიური სტიქიაა. ნამცეცა სახელმწიფომ ბუნებრივი რესურსების გარეშე, რომელიც 48 წლის წინ დიდწილად სტალინის წყალობით შეიქმნა, აიყოლია მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო, რომელიც 250 წლისაა, რათა თავს დასხმოდა სახელმწიფოს, რომლის ისტორიაც თითქმის 5 ათას წელს ითვლის!“ - ეს აზრი მოსვენებას არ აძლევს შიიტ აიათოლებს, რომლებმაც ბოლო დროს არაერთი საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. თუმცა, როგორც ისტორია გვასწავლის კოლონიური ომების დროიდან „არაბულ გაზაფხულამდე“, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სამართლიანობა და მრავალსაუკუნოვანი კულტურა, სამხედრო კონფლიქტებში გამარჯვების გარანტი არ არის.

საქართველოს პოლიტიკური ლიდერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ფლობს შესაძლებლობის ხელოვნებას, რადგან ის არის პრაგმატული აზროვნების მქონე მაღალი დონის ბიზნესმენი; მას გააჩნია საკმარისი ცხოვრებისეული და პოლიტიკური გამოცდილება, რითაც ზემოაღნიშნული ლიდერები გამოირჩევიან. მიმაჩნია, რომ ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, საქართველო ხელიდან არ გაუშვებს შანსს და სრულად აღადგენს დიპლომატიურ, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან - მანამ, სანამ „შესაძლებლობების ფანჯარა“ დაიხურება. მიმაჩნია, რომ მალე ბიძინა ივანიშვილი კვლავ განაგრძობს „მანევრისთვის ადგილის გათავისუფლებას“ - მოახდენს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ოპტიმიზაციას და მათ გაწმენდს საჯარო სამსახურისთვის შეუფერებელი იმ „უცნაური“ პირებისგან, რომლებიც ნერგავენ საქართველოს მოქალაქეებისა და მმართველი პარტიისთვის მოუმწიფებელ და კონტრპროდუქტიულ საკანონმდებლო ინიციატივებს.

კაცი ბჭობდა, ტრამპი იცინოდაო! - ზემოხსენებული „მიამიტები“ გულწრფელად აღშფოთებულნი არიან, რომ აშშ-მა დაიწყო ირანის დაბომბვა მაშინ, როცა მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული“, რომ ირანი მზად იყო დათმობებისთვის და არავის ემუქრებოდა“ და რომ „აშშ-მა აიათოლა ხომეინის გარდაცვალების შესახებ წინასწარ გამოაცხადა, როცა ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო!“. მათ ვერ გააცნობიერეს, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ არ გამხდარა მრავალპოლარული და მასში ამინდს აშშ-ის პრეზიდენტი ქმნის. რომ „შესაძლებლის ხელოვნება“ არ ითვალისწინებს თამაშის დაუწერელ ქიმერულ წესებს ან გაეროს წესდებას და ერთადერთი წესი, რომელიც არა წესიერების გამო, არამედ საკუთარი უსაფრთხოების მოსაზრებით ჯერჯერობით არ დარღვეულა, ეს არის ბირთვული იარაღის გამოყენება. ასე რომ, არა საერთაშორისო სამართალი, შეთანხმებები, ხელშეკრულებები და კონვენციები „მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურის“ შესახებ, არამედ ძალის უფლება - ბირთვული იარაღის ფლობა - არის თანამედროვე სამყაროში უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია და ბალანსირი.

ბირთვული ობიექტები - ატომური ელექტროსადგურები, საცავები და ურანის გამამდიდრებელი ქარხნები - ასევე წარმოადგენენ ბირთვულ იარაღს: ვაშინგტონში არ შეიძლება არ ესმოდეთ, რომ უკრაინის ზაპოროჟიესა და ირანის ბუშირის ატომური რეაქტორების აფეთქება გამოიწვევს კატასტროფულ შეუქცევად შედეგებს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში.

ცნობისთვის: ირანი ტერიტორიითა და მოსახლეობით 3-ჯერ აღემატება უკრაინას, გადაჭიმულია კასპიის ზღვიდან ინდოეთის ოკეანემდე, ირანის შეიარაღებული ძალები 12 მილიონს აჭარბებს (1,5 მლნ არმია პლუს 11 მლნ რეზერვი). ირანში - განათლების მოწინავე სისტემაა, რომელიც, ისევე როგორც ჯანდაცვა, უფასოა. ირანი - რეგიონის ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული სახელმწიფოა, რომელიც ფლობს ყველა წიაღისეულს და, სანქციების მიუხედავად, მშპ-ის მოცულობით მეოთხე ეკონომიკაა ისლამურ სამყაროში. ირანშიმართვის სრულყოფილი სისტემაა, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის დისბალანსსა და კორუფციას. ირანი - შიიტური თეოკრატიული სახელმწიფოა თავისი დემოკრატიით, რისი დასტურიცაა გასული წლის საპროტესტო მიტინგი.

   რაც შეეხება უშუალოდ ვაშინგტონისა და თელ-ავივის ქმედებებს, ეს არ იყო ტრამპის ტაქტიკა და მით უმეტეს - არც მისი კაპრიზები. როდის არის უფრო მოსახერხებელი ერთობლივი ოპერაციის დაწყება (მოლაპარაკებების დროს, მოულოდნელობის ეფექტისა და პირველი დარტყმის გამოყენებით, და იმავდროულად მოწინააღმდეგის ლიდერის ლიკვიდაცია მისი დემორალიზაციის მიზნით), როდის გამოცხადდეს მისი მეორე ეტაპი (4 დღე), მესამე (100 დღე) და მომდევნოები - ეს ყველაფერი, შეცდომის თავიდან აცილების მიზნით, მთლიანად მიანდეს ხელოვნური ინტელექტის პროგრამასმსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს AI-სტარტაპს Anthropic (ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რომელიც დაარსებულია OpenAI-ის ყოფილი თანამშრომლების მიერ, დიდი ენობრივი მოდელების ოჯახის შემქმნელი საერთო სახელწოდებით Claude).

აი ოღონდ უცნობია: რა ჩაიფიქრა ხელოვნურმა ინტელექტმა იმ შემთხვევისთვის, როცა აშშ-სა და ისრაელს რაკეტები გაუთავდებათ? ნუთუ ბირთვული დარტყმის მიყენება ირანზე? ყოველ შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ურჩევს ტრამპს (რომლის სტილიც შეიძლება ერთი სიტყვით დახასიათდეს — „სწრაფად!“), ჩაებას ირანთანსახმელეთო სპეცოპერაციაში, რომელსაც 4 წელია აწარმოებს რუსეთი უკრაინაში. ტრამპისთვის მისაღებია სწრაფი სპეცოპერაციები, როგორც ვენესუელაში. 100 დღეც კი აშშ-სთვის მეტისმეტად ბევრია, ხოლო იმისთვის, რომ ირანი ქვების გროვად აქციო ხალიჩისებრი დაბომბვებით, მეტისმეტად ცოტაა. დიდი ალბათობით, ტრამპი „manual control“-ზე გადავა - გამოაცხადებს აშშ-ის გამარჯვებას და აღიარებს ირანის ახალ ლიდერს, რომელიც „მზად იქნება შეასრულოს ვაშინგტონის პირობები““.

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2026 წლის 9 თებერვალი
საქართველო, თბილისი