16 და 23 თებერვლის პუბლიკაციებმა, რომლებიც მიეძღვნა ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გარდაუვალ დაწყებას, კერძოდ - „ვინ და რატომ ათანაბრებს საქართველოს ირანთან“, „ხვალ იყო ომი - ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოზე?“, - ფეისბუქზე ზრდილობის ფარგლებს გადაცდენილი ბატალიები გამოიწვია.
ალტერ ეგოს ამოფარებული ათასობით ქართველი ტროლი განსაკუთრებული უხამსობით გამოირჩევა. როგორც წესი, ესენი არიან ნაცისტები, ქსენოფობები და საზოგადოების სხვა ნარჩენები, რომლებიც კიბერბულინგით არიან დაკავებულნი. სოციალური ქსელების მომხმარებლები მათთან პოლემიკას ერიდებიან, რათა საჯარო უცენზურო შეურაცხყოფას არ გადააწყდნენ. უმეტესწილად, ესენი სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერები არიან, რომლებიც ასრულებენ „სამოქალაქო სექტორის“ - არასამთავრობო ორგანიზაციების დავალებებს, რომლებიც ევროპიდან ფინანსდებიან და ევროკავშირის საელჩოების ყოველმხრივი მხარდაჭერით სარგებლობენ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებებისა და საპროტესტო აქციების მოსაწყობად, რათა შეცვალონ ხელისუფლება, რომელმაც უარი თქვა „მეორე ფრონტის“ გახსნასა და რუსეთთან დაპირისპირებაზე. ბევრი მათგანი, დიდი ალბათობით, დაკავშირებულია ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ საქმიანობასთან.
საქართველოს მოქალაქეებს ესმით, რომ აშშ/ისრაელსა და ირანს შორის ომი მეტ-ნაკლებად შეეხება სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანას და სურთ მზად იყვნენ შესაძლო უსიამოვნებებისთვის (ლტოლვილთა ნაკადები, პროდუქტების, მედიკამენტებისა და ენერგომატარებლების გაძვირება, ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა დოლართან მიმართებაში და ა. შ.). მაგრამ კვალიფიციურ ანალიზსა და ობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული რეკომენდაციების ნაცვლად, ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, მანჭაობასთან შეუთავსებელ თემებზე ყველა მხრიდან იღებენ პოლიტიკურ სპეკულაციებს, უპასუხისმგებლო მანიპულაციებსა და ვულგარულ პერფორმანსს. მაშ ასე:
28 თებერვალს აშშ-სა და ირანს შორის ომი დაიწყო (რომელსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ელოდნენ, მაგრამ „ვარსკვლავები ტრამპისთვის განლაგდნენ“). ეს ეხება ომების გარდაუვალობის ან გარდაუვალი ომების საკითხს გლობალიზაციის მიწურულსა და ერთპოლარული მსოფლიოს მრავალპოლარულში ტრანსფორმაციისას. აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ 2022 წლის თებერვალში ბაიდენის ნაცვლად პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, უკრაინაში ომს არ დაუშვებდა, მაგრამ 2026 წლის თებერვალში თავად დაიწყო გარდაუვალი ომი ირანთან.
დასავლეთში ჩასახულმა ტრენდმა – გამოიყენონ ბანდერელთა და უკრაინელი ფაშისტი პოლიცაების შთამომავლების სიძულვილი „მოსკალების“ წინააღმდეგ რუსეთის დასასუსტებლად მხიარული იუმორისტი ზელენსკი, რომლის პრეზიდენტობის მიმართ მოსკოვი თავიდან უკიდურესად კეთილგანწყობილი იყო, ნამდვილ სისხლისმსმელად გადააქცია. ომის დაწყება რთული არ არის – რთულია იმ ჩამოყალიბებული ტრენდის გარდატეხა, რომელმაც განაპირობა მისი დაწყება, იმ გარემოებათა თანხვედრისა, რომლებიც ამ ომს გარდაუვალს ხდიან. ხოლო ის, თუ მებრძოლ მხარეთაგან ვის მხარესაა სამართლიანობა, ვინ დაიწყო ომი და ვინ გაიმარჯვებს მასში, ეს კითხვები ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის – „კანონზომიერებებს“, როგორც წესი, ანგაჟირებული მემატიანეები პოსტფაქტუმ მოარგებენ ხოლმე.
ირანის ომმა საქართველოში უზომოდ გაახარა უცხოური გავლენის აგენტები და გონებრივი დისფუნქციით უიმედოდ დაავადებული მოქალაქეთა მასა, რომლებსაც მხოლოდ სხეულის ენა ესმით და პირველივე აფეთქებისთანავე საქართველოს საზღვრებისკენ გაქანდებიან – ზუსტად ისე, როგორც სააკაშვილის რეჟიმის ელიტა 2008 წლის აგვისტოში შეჯგუფდა „სადახლოს“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. „ასე მოუხდებათ მათ, სპარსელებს, რამდენი ტონა ქართული სისხლი დაღვარეს მთელი ისტორიის მანძილზე!“ – ხარობდნენ ნაციონალიზმით ამყრალებული გონებრივად ჩამორჩენილი ბრიყვები. ხოლო უცხოელმა აგენტებმა გაიხარეს იმით, რომ გაჩნდა შესაძლებლობა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეს ჩაითრიონ, რათა ლომ-ჯართიას სურვილით, თბილისს ბომბები აწვიმდეს, რაც მათ 22.02.2022-ის შემდეგ არ გამოსდიოდათ.
ასევე არ გამოვიდა საპრეზიდენტო რეზიდენციის ხელში ჩაგდება და მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტების პროვოცირება ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების შანტაჟით. ჩაიფუშა სულელური ფეიქ-კამპანია, თითქოს აშშ ამზადებს „პრორუსი ივანიშვილის გატაცებას პრორუსი მადუროს მაგალითზე“. და აი, გამოკრთა უკანასკნელი იმედი – ირანის ამხედრება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ბოლო ორი წელია ყველანაირად ცდილობს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გადატვირთვას. ხოლო როდესაც ირანული დრონები თბილისის ცაზე გამოჩნდებიან, ისარგებლონ პანიკით და დაამხონ „ამ სისაძაგლის დამშვები „ქართული ოცნების“ უვარგისი ხელისუფლება!“.
ან პირიქით – მოახდინონ აშშ-ის იერიშის პროვოცირება საქართველოზე, რომელიც თითქოსდა ფარულად ეხმარება ირანს, რომელთანაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ახლო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ავიარეისები და სავაჭრო პარტნიორობა დაამყარა, ასევე იღებს ირანის მოქალაქეებს მუდმივ საცხოვრებლად და სასწავლებლად. და თითქოს ამზადებს ირანელ ტერორისტებს თბილისში სამხედრო უნივერსიტეტში, რომელსაც აიათოლას სავარაუდო მემკვიდრე ხელმძღვანელობდა, როგორც ამას გასულ კვირას აცხადებდა რესპუბლიკელი შპიონო თინა ტაივანჩიკი – საქართველოს ექს-თავდაცვის მინისტრი, რომელიც მის ქმართან, პარლამენტის ექს-თავმჯდომარესთან ერთად, ყველა სრულიად სახელმწიფო საიდუმლოებას ფლობს და რომელბმაც ბიძინა ივანიშვილისგან 2012 წელს 1,5 მლნ დოლარი მიიღეს, მაგრამ სამშობლოს მაინც უღალატეს.
მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წყალობით, საქართველოში ბოლო 17 წელია მშვიდობაა. შეგახსენებთ, რომ 07.08.2008-ის ავანტიურის შემდეგ, მილიარდერმა ივანიშვილმა, რომელიც აფინანსებდა ბევრ სახელმწიფო პროექტს და ქართველი სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასებზე დანამატებსაც კი (რომ არ მოეპარათ!), სააკაშვილი გალანძღა და ყველა პროექტის დაფინანსება შეწყვიტა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსურს ვურჩიო ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ სახელისუფლებო პარტიას, რომ საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ დღეს ცოტათი უკლოს ტემპს – განსაკუთრებით არ მოახდინონ იმ მგზნებარე სურვილის ზედმეტი რეკლამირება, რომ სურთ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის „სუფთა ფურცლიდან“ დაწყება. საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც ახლა ორ ომს – უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთს, და ორ ცეცხლს – ირანსა და აშშ-ს შორის იმყოფება, ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არ გადააჭარბოს, რათა უნებლიეთ არ გააუქმოს ბოლო ორი წლის მიღწევები დიპლომატიაში და ეკონომიკურ პარტნიორობაში ირანთან, ჩინეთთან და აღმოსავლეთისა და აზიის სხვა ქვეყნებთან.
თავად განსაჯეთ: თუ ამერიკა დაუჯერებს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ვაშინგტონის თვალში ამერიკის წინა ადმინისტრაციამ და ქართულმა რადიკალურმა ოპოზიციამ გააშავეს, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის სურვილის გულწრფელობის დასამტკიცებლად მოითხოვს საქართველოს აეროდრომებს დათმობას თავისი სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის ირანის დასაბომბებლად?
მეეჭვება, აზერბაიჯანს თავისი აეროდრომები ან „საიდუმლო სამხედრო ბაზები“ გადაეცა თავისი უახლოესი მოკავშირისთვის – ისრაელისთვის, რომელმაც დიდ ბრიტანეთსა და თურქეთთან ერთად მთავარი როლი ითამაშა ყარაბაღის გამარჯვებაში, ამიტომაც, აქაოდა, ორი დრონი ნახიჭევანში ირანის „პასუხი“იყო. მაგრამ ხედავთ, როგორ ტირაჟირდება ეს ამბავი სოციალურ ქსელებსა და მედიაში?! ესე იგი, ეს ვიღაცას სჭირდება? მას, ვინც ეს პროვოკაცია მოაწყო? და აი – მოჰყვა გაგრძელება, რომელსაც ველოდით კიდეც – ბაქოში დააკავეს „ირანელი დივერსანტები, რომლებიც ისრაელის საელჩოსა და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის აფეთქებას ამზადებდნენ“...
იქნებ საქართველოს „რკინის გუმბათი“ გაუჩნდა? თუ რუსეთი ჩამოყრის საქართველოზე მომართულ რაკეტებს, როგორც ნატო ყრიდა თურქეთისკენ მფრინავს? მას შემდეგ, რაც რუსული რაკეტა (ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის „პანცირი“) აზერბაიჯანის თვითმფრინავის გვერდით აფეთქდა გროზნოს თავზე უკრაინული დრონების შეტევის მოგერიებისას (ყველა ცნობილი სამწუხარო შედეგით), საეჭვოა, რომ რუსეთმა მეზობლების საჰაერო სივრცეს დაიცვას.
ვიმეორებ: საქართველო დღეს იმყოფება ორ ცეცხლს შუა – ირანთან პარტნიორობასა და აშშ-სთან პარტნიორობის გადატვირთვის სწრაფვას შორის, და ორ მეზობელ ომს შუა: რუსეთისა უკრაინასთან და აშშ/ისრაელისა ირანთან. მეზობლებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ზავისაც, რომლებსაც სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ, ძნელად თუ ვინმეს სჯერა.
ჩნდება კითხვა: რით უნდა იხელმძღვანელოს მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ, რომ გაიაროს „სცილასა და ქარიბდას“ – ირანსა და აშშ-ს შორის? (ბაჰრეინი, ერაყი, კატარი, ქუვეითი, საამიროები, ომანი და საუდის არაბეთი, ირანის დაბომბვის მიუხედავად, აშშ-ისა და ისრაელის მოკავშირეები არ არიან, მეტიც – თუ ისინი გაითვალისწინებენ ამ ომის მწარე გაკვეთილებს და შექმნიან კოალიციას ლიბანთან, მაშინ სპარსეთის ყურე აშშ-სთვის დაიკეტება, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა).
პასუხი მარტივია: რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა იხელმძღვანელოს ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესებით. სწორედ ეს არის მსოფლიო მეინსტრიმი, რომელიც გლობალიზმს ენაცვლება.
ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავს რამდენიმე მარტივი კითხვა უნდა დაუსვას და მათზე პატიოსნად უპასუხოს.
კითხვა პირველი: რას იღებს საქართველო ევროკავშირისგან, გარდა ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკისა, სანქციებისა, სახელმწიფო გადატრიალებების დაფინანსებისა და უვიზო რეჟიმით შანტაჟისა, რომელიც უკვე ნახევრად სავიზო გახდა? და თუ – არაფერს, მაშინ რატომ აგრძელებენ „ქართული ოცნების“ სახეები პარლამენტში იმის მტკიცებას, რომ „საქართველო ისწრაფვის გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი“? რა ოჯახია ეს, სადაც ერთსქესიანთა ქორწინებაა ნებადართული, სადაც ნაციზმს აღადგენენ?! შეეფერება ასეთი გარყვნილი „ოჯახი“ მართლმადიდებელ საქართველოს, რომლის ისტორიაც 2 ათას წელს ითვლის? და ყველაზე პიკანტური ისაა, რომ ასეთ ოჯახშიც კი უარი თქვეს საქართველოს მიღებაზე, როგორც კი მან ევროკავშირს თავისი ღირსება აჩვენა!
კითხვა მეორე: რას მისცემს საქართველოს, მის სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს, მის ეკონომიკასა და საზოგადოებას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა? ოკეანეებს მიღმა არსებულ, ქართული მენტალიტეტისთვის უცხო უზარმაზარ ცივილიზაციასთან, სადაც უბრალო ქართველისთვის მოხვედრა – ვიზის მიღება – ყოველთვის თითქმის შეუძლებელი იყო? აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა 45-ე პრეზიდენტი იყო, ნათლად თქვა, რომ საქართველოს ნატოში არ მიიღებენ და საქართველოსთვის მადლობაც არავის გადაუხდია ერაყსა და ავღანეთში ამერიკულ მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობისთვის.
კითხვა მესამე: თუ რუსეთი საქართველოსთვის მთავარი და უალტერნატივო ექსპორტიორ/იმპორტიორია; თუ საქართველო რუსულ ბაზარზე ახდენს თავისი პროდუქციისა და წიაღისეულის ექსპორტს, ხოლო რუსეთი – იაფი რუსული ნავთობისა და მარცვლეულის, ანუ – არსობის პურის მომწოდებელია; თუ იმაზე ახლო ხალხის პოვნა, ვიდრე ქართველები და რუსები არიან, რომლებიც საუკუნეებია ერთად ცხოვრობენ, ხან ჩხუბობენ, მერე რიგდებიან, რთულია, მაშინ რატომ ვეძებთ „კარგზე უკეთესს“? ქართულ-რუსული კულტურა განუყოფელია, ქართული დიასპორა რუსეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი და საამაყოა, მაშ რატომ „ვიგონებთ ველოსიპედებს“ ნაცვლად იმისა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და გავერკვეთ? ძალიან „ორიგინალურია“, როდესაც საქართველო და რუსეთი დე-ფაქტო სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორები არიან, ოღონდ – ჩუმად“ დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე.
როგორც ხედავთ, ყველაფერი ძალიან მარტივია და დარწმუნებული ვარ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება, როცა დადგება დრო და ჟამი, არ შეცდება საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების კორექციაში.
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2026 წლის 9 თებერვალი
საქართველო, თბილისი