საზოგადოება
საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. თეირანის ქუჩებში ათასობით ადამიანი ახალი სულიერი ლიდერის არჩევას ზეიმობს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
პარალელურად, ნაწილი, რომელიც ირანის ახალი სულიერი ლიდერის არჩევას ეწინააღმდეგება, „ბიბისისთან“ საუბარში აცხადებს, რომ მოჯტაბა „მამამისზე უარესი იქნება“. მათივე თქმით, იმედი აქვთ, მოჯტაბა აიათოლა ალი ხამენეის ბედს გაიზიარებს.
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა მის შემცვლელად აირჩიეს.