საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. ირანის დაზვერვის მინისტრი ესმაილ ხატიბი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „როიტერი“ ისრაელის თავდაცვის მინისტრზე, ისრაელ კაცზე დაყრდნობით იუწყება.
ისრაელ კაცის განცხადებით, ირანის დაზვერვის მინისტრი ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია.
როგორც ისრაელ კაცმა განაცხადა, მან და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს ნება დართეს, დამატებითი თანხმობის გარეშე მოეკლათ ნებისმიერი სხვა ირანელი მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც მიზანში ამოიღებდნენ.
ესმაილ ხატიბის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ირანულ მხარეს ჯერ არ დაუდასტურებია.
მანამდე, ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი, ალი ლარიჯანის ვაჟი მორტეზა, ასევე, მისი ერთ-ერთი თანაშემწე და მისი დაცვის თანამშრომელი. ამასთან, ლიკვიდირებულია ირანის „ბასიჯის“ დანაყოფის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი.
1tv.ge