უცხოეთი
საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. ირანის ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის გარდაცვალება დაადასტურა.
ირანის უზენაესი ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ალი ლარიჯანი, ალი ლარიჯანის ვაჟი მორტეზა, ასევე, მისი ერთ-ერთი თანაშემწე და მისი დაცვის თანამშრომელი.
ამასთან, ლიკვიდირებულია ირანის „ბასიჯის“ დანაყოფის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი.
როგორც „ბიბისი“ წერს, ალი ლარიჯანი ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირია, რომელიც დაიღუპა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.
1tv.ge