„მისმინეთ! თუ ვარსკვლავები ანთებენ, ესე იგი, ეს ვიღაცას სჭირდება?“ - ჩემი გენიალური თანამემამულის ლექსი შემთხვევით არ გამხსენებია.
მისმინეთ! - მინდა ვუთხრა ადგილობრივ „ვარსკვლავებს“, რომლებმაც ბოლო დღეებში „დაანთეს“ - აქაოდა, ევროპის არცერთ ქვეყანას და პოლიტიკოსს არ გამოუხატავს სამძიმარი ქართველი ხალხისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო! ვის რად სჭირდება თქვენი 20 წლით დაგვიანებული „თვალის ახელა“?! მადლობა თქვით, რომ ევროპელებმა ქართველ ხალხს „გათავისუფლება“ არ მიულოცეს, რადგან მართლმადიდებლობა, მათი „პატრიარქის“ ბჟეზინსკის აზრით, ეწინააღმდეგება ყოველივე ევროპულს, ანუ საქართველოს კოლონიზაციას ხელს უშლის.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი ილია მეორე მართლმადიდებლობის ბურჯი იყო არა მხოლოდ საქართველოში, რისთვისაც მთელი ცხოვრება განიცდიდა ცილისწამებასა და შეურაცხყოფას უცხოელი აგენტების, სექტანტების, ათეისტებისა და რუსოფობების მხრიდან, რომელთათვისაც მართლმადიდებლობა და რუსეთი სინონიმებია, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ღვთაებრივი მწყემსმთავარი 49 წლის განმავლობაში მიუძღოდა, მათი აზრით, სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და ფუნდამენტალიზმის საყრდენს წარმოადგენს. ილია მეორემ თავისი პატრიარქობის ნახევარ საუკუნეს „მზიანი ღამე“ უწოდა, სადაც „ღამე“ - ეს ის ადამიანური სისულელეა, რომელსაც იგი ბოლო დღემდე ებრძოდა, სასოებდა რა „მზეზე“ - მაცხოვარზე, რომლის ხილვაც ღამით მხოლოდ მას ძალუძდა...
მასთან საუბრისას მე უფრო მეტს ვლაპარაკობდი, მაგრამ შეკითხვებს უფრო ის სვამდა, რადგან ღრმად ინტერესდებოდა ყველაფერი ახლით. კათოლიკოს-პატრიარქს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს ვუსვამდი - და არა იმიტომ, რომ მისი შეწუხება არ მინდოდა, არამედ იმიტომ, რომ შემთხვევათა უმრავლესობაში პასუხი უწმინდესის თვალებში იყო და ამას სწრაფად მივხვდი. „ვხედავ, რომ გესმის რა და როგორ არის, ხვდები, რას გიპასუხებ და რაზე დავდუმდები. მაშინ რაღატომ მეკითხები?!“ - იკითხებოდა ილია მეორის გამჭოლ ღრმა თვალებში. რამდენადაც ნელი იყო მისი მოძრაობები, იმდენად ელვისებურად მუშაობდა მისი გონება და მეხსიერება, ამიტომ ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებდა თანამოსაუბრეს.
ილია II დაჯილდოებული იყო არაჩვეულებრივი მახვილგონიერების ნიჭით, როდესაც ორი სიტყვით შეეძლო ნებისმიერის განიარაღებინა. ვიხსენებ უწმინდესის მიერ მონაყოლი შემთხვევა, თუ როგორ ერთხელ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ავლაბრის სასახლეში იმიტომ დასახლდა, რომ მინის გუმბათიდან ვეკონტროლებინეთ ყველანი (სადაც მან შერონ სტოუნი შეათრია), დაურეკა პატრიარქს ძალიან შეშფოთებულმა. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის მოპირდაპირედ, დაბლობზე, მტკვრის გადაღმა, მდებარეობს პატრიარქის რეზიდენცია და დაცვამ მოახსენა სააკაშვილს, რომ მოკრძალებული საპატრიარქო რეზიდენციის მისაღებ დარბაზს მიაშენეს შემინული ვერანდა, საიდანაც კარგად ჩანს საპრეზიდენტო რეზიდენცცია. პატარა შემინული აივანი პატრიარქის სურვილით მიაშენეს იმისთვის, რომ მას თავისი საყვარელი ყვავილებისთვის მოევლო, რომლებსაც ის სიამაყით მაჩვენებდა (იხ. ფოტო), რადგანაც რეზიდენციის ის მხარე, რომელიც მტკვარს გადაჰყურებს და სადაც ეს ორანჟერეა მოაწყვეს, ყველაზე მზიანია. ყოველივე ეს არ შეეძლო არ სცოდნოდა ეჭვიან სააკაშვილს, მაგრამ ის არ მოერიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან დარეკვას, რათა თავისი დამახასიათებელი უტიფრობით ეკითხა: „რად გინდათ ეგ ვერანდა?“. „იმისთვის, რომ ამომავალ მზესთან ერთად გიხილოთ, თქვენო აღმატებულებავ!“ - არ დააყოვნა პატრიარქის პასუხმა (რომელთანაც უცერემონიო სააკაშვილმა შერონ სტოუნი მიათრია).
ხოლო 2014 წლის მაისში, უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, ქართველი ერის სულიერმა მამამ მიმართა საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციით - არ მიეღოთ ევროკავშირის მიერ ნაკარნახევი ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, პრაქტიკულად, უმცირესობათა უფლებების ექსკლუზიური დაცვის კანონი იყო მართლმადიდებელი ჰეტეროსექსუალური უმრავლესობის საზიანოდ. მაგრამ პარლამენტმა უგულებელყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიმართვა და მიიღო სპიკერის (გამოცდილი უცხოელი აგენტის, ისევე როგორც მისი მეუღლე - მაშინდელი თავდაცვის მინისტრი) მიერ ინიცირებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ძირფესვიანად ეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციებსა და მენტალიტეტს, ძირს უთხრის ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების საფუძვლებს. ილია მეორე გარდაიცვალა, მაგრამ ანტიდისკრიმინაციული კანონი დღემდე არ გაუქმებულა. და მხოლოდ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოახდინა ინიცირება ანტიდისკრიმინაციული კანონის საპირწონედ ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის შესახებ კანონისა, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს, ცოტა ხნის წინ კი ციხეში ჩასვეს.
მინდა შეგახსენოთ, რომ მას შემდეგ, რაც 17 მაისს ადგილობრივი ლგბტქი+ საზოგადოება „Tbilisi Pride“ ყოველწლიურად უშედეგოდ ცდილობდა რუსთაველის გამზირზე გეი-აღლუმის ჩატარებას, რაც ყოველთვის აყალმაყალით მთავრდებოდა, კათოლიკოს-პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა, რითაც ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა პრობლემა. ამის შემდეგ საქართველოში გეები არავინ უწყენინებია, მე კი ისევ არ შემიძლია არ გავიხსენო პატრიარქის იუმორი, როდესაც 2015 წელს მივედი მასთან, რათა მეთხოვა თბილისის საკრებულოში შექმნილი ეროვნული უმცირესობების საბჭოს მიღება და კურთხევა. „რომელი უმცირესობების?!“ - უცებ უჩვეულოდ მკაცრად შემეკითხა პატრიარქი და მეც ერთი წამით შევცბი. მაგრამ თვალებში რომ შევხედე, მივხვდი, რომ უწმინდესმა ყველაფერი მშვენივრად გაიგო და ხუმრობდა. „ეროვნულ უმცირესობებს, თქვენო უწმინდესობავ, ეროვნულის!“ - სიცილით ვუპასუხე მე. „მოვიდნენ, როცა გინდა, თუნდაც ხვალ“, - თქვა პატრიარქმა. იმ საღამოს, დამშვიდობებისას, რაღაცამ მიბიძგა სავარძელში მჯდომი პატრიარქის ორივე ხელი ამეღო და ჩემს სახეზე მიმედო, ვცდილობდი მისი სითბო სამუდამოდ დამემახსოვრებინა...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო ერთადერთი ხიდი რუსეთსა და საქართველოს შორის, რომლის ჩამონგრევაც დასავლეთმა ვერ შეძლო გაყიდული უცხოელი აგენტების - არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პოლიტიკური პარტიების ხელით. იქნება თუ არა საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ასეთივე ხიდი ჩვენს ეკლესიებს, ხალხებსა და ქვეყნებს შორის?
2011 წლის 25 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციაში აკურთხა „საქინფორმი“. კმაყოფილებით აღნიშნა რა, რომ ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს ვებგვერდზე არის რუსული ვერსია და რუბრიკა „რელიგია“, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის გარდა, შუქდება საქართველოში არსებული ყველა ტრადიციული რელიგიისა და კონფესიის, აგრეთვე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრება. უწმინდესმა და უნეტარესმა შემდეგი სიტყვები ბრძანა: „რაც შეეხება რელიგიასა და რუსეთს - ეს ოდნავ დელიკატური თემაა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, რათა არაფერი გამოგვრჩეს, იმის გათვალისწინებით, რომ ეკლესია დღეს - ფაქტობრივად ერთადერთი ხიდია, რომელიც რუსეთთან გვაკავშირებს. ჩვენ ვინარჩუნებთ ურთიერთობებს საეკლესიო კავშირების მეშვეობით და თუ ამ ხიდსაც დავანგრევთ, დაიწყება ძალიან არასასურველი და რთული პროცესები...“.
„შეგიძლიათ მშვიდად იყოთ ამასთან დაკავშირებით, თქვენო უწმინდესობავ! ხიდირბეგიშვილი ხიდს ნამდვილად არ ჩამოანგრევს!“ - ვუპასუხე პატრიარქს, რომელსაც გულიანად გაეცინა.
„ძალიან გამახარა თქვენმა წამოწყებამ, თქვენ დიდ, ნამდვილად ეროვნულ საქმეს აკეთებთ! თქვენი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ძვირფასია ჩვენთვის და ჩვენ ყველაფერში დაგიჭერთ მხარს! გაკურთხებთ ნაყოფიერი საქმიანობისთვის და გისურვებთ ყოველგვარ წარმატებას!“ - ბრძანა პატრიარქმა და მისი ეს სიტყვები უკვე 15 წელია ამშვენებს „საქინფორმის“ მთავარ გვერდს.
დღეს თბილისში იხსენებენ, თუ როგორ მივიდნენ ერთხელ საქართველოში აკრედიტებული დასავლური დიპკორპუსის წარმომადგენლები აუდიენციაზე პატრიარქის რეზიდენციაში და ზედიზედ ორი საათის განმავლობაში უკმაყოფილებას გამოხატავდნენ საქართველოსა და ქართველების „ევროატლანტიკურ დემოკრატიულ ღირებულებებთან“ და სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო. პატრიარქმა ჩუმად მოუსმინა დასავლელ ელჩებს, სიტყვაც არ შეუწყვეტინებია და როცა მათ დაასრულეს, მცირე პაუზის შემდეგ, ერთი წინადადებით უპასუხა: „მე ვარ პატრიარქი ილია მეორე, ილია პირველი 1500 წლის წინ იყო“, რის შემდეგაც აუდიენცია დასრულდა. უცნობია, მიხვდნენ თუ არა მაშინ ზღვისგაღმელი ელჩები - თუ რომელ ქვეყანაში ჩამოვიდნენ მსახურებისთვის, მაგრამ არ შეეძლოთ არ მიმხვდარიყვნენ ამას დღეს, მას შემდეგ, რაც მთელი საქართველო გამოვიდა თავისი სულიერი მამის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად - სიონის ტაძრიდან - სამებაში - და უკან სიონში. ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მან ააღორძინა, უახლოეს მომავალში მეორე ილიას (შიოლაშვილი-ღუდუშაურს) წმინდანად შერაცხავს ილია მართლის (ჭავჭავაძის) შემდეგ.
მისმინეთ! - მინდა მივმართო ადგილობრივ „ვარსკვლავებს“, რომლებიც ბოლო დღეებში „ანთებენ“ - აქაოდა, უკრაინას არ გამოუხატავს სამძიმარი ქართველი ხალხისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო, მიუხედავად უკრაინელი ხალხისადმი საქართველოს დიდი დახმარებისა. ვის რად სჭირდება თქვენი დაგვიანებული აღშფოთება?! შემთხვევით ხომ არ დაგავიწყდათ, როგორ „ალამაზებდით“ უკრაინული დროშებით მთელ საქართველოს, შენობების ფასადებიდან დაწყებული თქვენი Facebook-გვერდებით დამთავრებული?! ამ დროს კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, კათოლიკოს-პატრიარქის მეთაურობით, 40 ხმით 7-ის წინააღმდეგ არ ცნო ავტოკეფალიის ცრუ-ტომოსი, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის რასკოლნიკურ ეკლესიას მისცა. დიდი ხანია, რაც ქართულმა ტელეარხებმა შეწყვიტეს უკრაინული ჰიმნის ყოველდღიური ტრანსლაცია და უკრაინული ფეიკებს ტირაჟირება, რომლებიც იწყებოდა სიტყვებით „დღეს რუსმა ოკუპანტებმა...“?!
სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სიბრძნისა და დიპლომატიის წყალობით, რომელიც ბოლო იყო და დარჩა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ ცნო „აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია“, თუმცა მისი წარმომადგენლები მიფრინავდნენ ბართლომესთან თხოვნით, მიეცა მათთვის ტომოსი, როგორც უკრაინელებისთვის, და ისიც სიხარულით დათანხმდა. მაგრამ ქრისტეს ეკლესიის სხეული განუყოფელი დარჩა და საქართველოს საეკლესიო საზღვრები დღეს არ ემთხვევა დე ფაქტო საზღვრებს, რაშიც საქართველოს პატრიარქისა და მისი ქრისტესმიერი ძმის - რუსეთის პატრიარქის დამსახურებაა. აი რატომ განასახიერებდა არა მხოლოდ მართლმადიდებლობა, არამედ პირადად კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხიდს საქართველოსა და რუსეთს შორის!
2012 წლის 21-22 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს მოწვევით საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის (МОФЕПН) პრეზიდენტი ვალერი ალექსეევი, რომელმაც მე „ადამიანი - ბრიჯი“ მიწოდა («bridge» ინგლ. - ხიდი), მიანიშნა რა გვარი „ხიდირბეგიშვილის“ წარმომავლობაზე. „ბატონო ხიდირბეგიშვილო, თქვენ, როგორც ადამიანი – ხიდი, „ბრიჯი“, რომლის მუშაობა მიმართულია ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის – სამოქალაქო საზოგადოების და მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებაზე, უეჭველია, გესმით – რა მნიშვნელოვანია ეს!“ – თქვა ალექსეევმა და მე მაშინვე გამახსენდა საქართველოს განმანათლებლის, წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ვაზის ჯვარი, რომლის ჰორიზონტალური მკლავი მართლაც ჰგავს მართლმადიდებელ – რუს და ქართველ – ხალხებს შორის გადებულ ხიდს, ბოლო წლების სიმძიმის ქვეშ რომ ჩაზნექილა. მაშ, ვილოცოთ, რომ გაუძლოს საყრდენმა, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს ჩაზნექილ ხიდს რუსეთსა და საქართველოს შორის – მაცხოვრისა ჩვენის, იესო ქრისტეს ჯვრის ვერტიკალმა! როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის ქადაგებაში ბრძანა, ჯვრის ჰორიზონტალი მოყვასისადმი ადამიანის სიყვარულის სიმბოლოა, ხოლო ვერტიკალი – უფლისადმი მისი მისწრაფებისა.
მისმინეთ! – ასე გინდება მიმართო ადგილობრივ „ვარსკვლავებს“, რომლებიც ბოლო დღეებში ცრემლიანი თვალებით მადლობას უხდიან „ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს სამძიმრისა და დელეგაციისთვის“, რომელიც თბილისში ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოვიდა. და როდესაც ისინი თბილისში რუსეთის საელჩოს შენობას ჩაუვლიან, რომელთანაც 2008 წელს უნიტაზები მიზიდეს – აქაოდა, რუსი ჯარისკაცები ოკუპანტები და მარადიორები არიანო! – მათი თვალები მშრალი რჩება?! 2022 წლის მარტში ბელგიაში რუსეთის საელჩოსთან საქართველოდან ის „მორიგე“ უნიტაზი მიიტანეს: „2008 წელსაც გაჰქონდათ უნიტაზები საქართველოდან, ამიტომ რუსეთი კარგად არის აღჭურვილი უკრაინული და ქართული უნიტაზებით“, - აცხადებდნენ მომიტინგეები საქართველოდან. ეს ისევ ისინი იყვნენ, თუ მათ მიერ მოწამლული ახალგაზრდობა?! და სად იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის დროს ეს აქტივისტ-მოხალისე-აგიტატორები, რომლებიც დღეს მოსკოვისგან „ყურადღებას“ ითხოვენ?! განა ავლაბრის რეზიდენციის ზღურბლს არ ტკეპნიდნენ და სოციალურ ქსელებში მიშასთან გადაღებულ ძველ ფოტოებს არ ავრცელებდნენ?!
2012 წლის 5 მარტის დილას, მე, ერთადერთმა საქართველოდან, მივულოცე ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, „რომელსაც ხელი ვერ შეუშალა ვერანაირმა „ჭაობებმა“ (ბოლოტნაიას მოედანზე გამართული მიტინგები - რედ.) და „წვიმებმა“ (ანტისამთავრობო ტელეკომპანია „დოჟდი“ - რედ.). „რუსეთის ბედნიერება და აყვავება - ეს ყველა მოძმე ხალხის, მათ შორის - ქართველების ბედნიერება და აყვავებაა, რადგან თუ ბედნიერია შენი მეზობელი და ძმა - ბედნიერი ხარ შენც, და პირიქით“, - ნათქვამია, კერძოდ, ჩემს მისალოც გზავნილში, სადაც გამოვთქვამ იმედს, რომ პუტინის პრეზიდენტობის დროს საქართველო კვლავ ერთიანი გახდება.
ამას მოჰყვა ათობით კიბერშეტევა პროვაიდერის სერვერზე „საქინფორმის“ საიტის გატეხვით, ათასობით მუქარა ტელეფონითა და სოციალურ ქსელებში, ასევე ორი თავდასხმა ფიზიკური დაზიანებების მიყენებით და მკვლელობის მცდელობა - მოწყობილი ავტოკატასტროფა (ჟურნალისტური გამოძიების ასობით გვერდი და ათობით ფოტო და ვიდეოფაილი დაუყოვნებლივ გადაეცა ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, უშედეგოდ). ამის შესახებ აცნობეს კათოლიკოს-პატრიარქს, რის შემდეგაც დამირეკეს საპატრიარქოდან და მითხრეს, რომ უწმინდესს ჩემი ნახვა სურდა. ვერ მოვასწარი პატრიარქთან მიახლოება და მუხლის მოდრეკა, რომ მან თავზე დამადო თავისი საოცრად რბილი, მაგრამ ძლიერი ხელი (ზუსტად ახალდადებულ ნაკერებზე) და მითხრა: „მე ყველაფერი ვიცი, სხვა რამეზე ვისაუბროთ“. და ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ სხვა რამეზე, მაგრამ ის ტკივილით, როგორც მოსიყვარულე მამა, მიყურებდა თვალებში, არ მამცირებდა რა თანაგრძნობის სიტყვებით, რადგან უწმინდესს არ ეშლებოდა - ვისთვის და როგორ გამოეხატა მხარდაჭერა. და აი, მომდევნო დღეს, უფრო ზუსტად კი - 2012 წლის 13 მარტს, პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს უკვე პატრიარქი! ამაზე მეტი მხარდაჭერა ჩემს ცხოვრებაში არასდროს მიმიღია: „თქვენ თავს დაესხით ხიდირბეგიშვილს პუტინისთვის მილოცვის გამო?! აი, ახლა კი მე, პატრიარქი ილია, ვულოცავ პუტინს - მიდით, დამესხით თავს, თუ შეგიძლიათ!“, - თითქოსდა საჯაროდ განაცხადა ამით უწმინდესმა, რამაც შოკისმომგვრელი ეფექტი ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით - სააკაშვილის რეჟიმის არამზადებისთვის, რომლებსაც მხეცობისთვის არასრული 7 თვე ჰქონდათ დარჩენილი.
აი, რა ეწერა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოც წერილში: “მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ ვლადიმერის ძეს პუტინს.
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! მიიღეთ ჩვენი მილოცვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მაღალ თანამდებობაზე თქვენს არჩევასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, თქვენი დიდი გამოცდილება ხელს შეუწყობს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცებას თქვენს სახელმწიფოში.
რუსები და ქართველები – ერთმორწმუნე ერებია, რაც გვაახლოვებს, მაგრამ ვერც საქართველო და ვერც ჩვენი ეკლესია ვერასდროს შეეგუება ჩვენი სამშობლოს წიაღიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოწყვეტას. თუმცა, ვფიქრობთ, ყველა სირთულის მიუხედავად, რუსეთსა და საქართველოს შორის, სავსებით შესაძლებელია კეთილი ურთიერთობების აღდგენა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი იზეიმებს ისტორიული სამართლიანობა.
დარწმუნებულნი ვართ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დამყარდება, მაგრამ კარგი იქნება, რომ ეს თქვენი მმართველობის პერიოდში მოხდეს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს ქვეყანას კი – შემდგომ აყვავებას. პატივისცემით, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.”
მომისმინეთ! - მინდა მივმართო ადგილობრივი ჩამოსხმის ვიგინდარებს, სხვადასხვა ჯიშისა და რჯულის შიკრიკებსა და მსგავს მიმსვლელ-მომსვლელებს, რომლებსაც შეცდომაში შეჰყავთ როგორც თბილისი, ასევე მოსკოვი. რატომ ატყუებთ ქართველებს, რომ თუ საქართველო დათანხმდება რუსეთთან დიალოგზე, მაშინ ეს უკანასკნელი გაიწვევს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას და დაუბრუნებს მათ საქართველოს?! რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ თბილისის შიკრიკები იქნებით თქვენ?! რატომ ატყუებთ ოფიციალურ მოსკოვს მინიშნენებით, რომ ხართ ოფიციალური თბილისის საიდუმლო შიკრიკები, ქვეყნის მთავარი მბრძანებლის ექსკლუზიური უფლებამოსილებითდა აღჭურვილნი?! რას იზამთ, როცა ხიდზე ორმხრივ მოძრაობას აღადგენენ და საბაგირო გადასასვლელი, რომლითაც თქვენ ორივე მიმართულებით დაძვრებით, გამოუსადეგარი გახდება?!
შედეგად მეორდება ისტორია ხალხთა მეგობრობის ორდენთან დაკავშირებით, რომლის მიღებაზეც უარი თქვა ბუბა კიკაბიძემ - ანუ როდესაც მოსკოვი მეგობრობის მზადყოფნას გამოხატავს და კომპლიმენტურ განცხადებებს აკეთებს, ხოლო თბილისი უცვლელად პასუხობს - „დილით - ტერიტორიული მთლიანობა, საღამოს - დიპლომატიური ურთიერთობები“. მათ აზრად არ მოსდით, რომ თბილისსა და მოსკოვში მდებარე გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში არ განიცდიან მათი მომსახურებისა და იდეების საჭიროებას, არამედ უბრალოდ მიიჩნევენ რუსულ-ქართული ურთიერთობების ამჟამინდელ სტატუს-კვოს შექმნილ სიტუაციაში ყველაზე რელევანტურად. უდავოა, არის გეგმებიც და პერსონალიებიც, მაგრამ გარდამტეხ მომენტში, როდესაც უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში სრულდება ძველი მსოფლიო წესრიგი და იწყება ახალი, საქართველოსა და რუსეთისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია - არ გააღიზიანონ „ბატები“ და შეინარჩუნონ ერთმანეთს შორის არააფიშირებული მეგობრობის რეჟიმი, რომელიც არ არის შეზღუდული ოფიციალური სამოკავშირეო უფლებებითა და მოვალეობებით.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობების სრულფორმატიანი აღდგენისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემები წყდება სხვა თანმიმდევრობითა და სხვა პარადიგმაში, მაგრამ ასე შორს მიმსვლელ-მომსვლელ ცრუ-შიკრიკებსა და მაღალჩინოსან მედროვეებს ურჩევნიათ არ წავიდნენ, იმედოვნებენ რა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პირველი და მთავარი წილხვედრ საქართველოს სასწაულებრივ ფენომენზე, რომელსაც უარესი დროებაც უნახავს, მაგრამ გადარჩენილა ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ!
საქართველო - დერეფანი არ არის, როგორც შევარდნაძეს ეგონა, არამედ ხიდია, რომელიც აკავშირებს არა მიმწოდებელსა და მყიდველს, არამედ ხალხებს. ხოლო ვარსკვლავები - ეს დიადი ადამიანების სულებია, რომლებიც გზას გვინათებენ „მზიან ღამეში“. მათ ღმერთი ანთებს და 17 მარტს ცის კაბადონზე ახალი ვარსკვლავი აინთო, რომლის სახელია - ილია II.
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2026 წლის 2 აპრილი
საქართველო, თბილისი
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |