აქტუალური
საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6989 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6989 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6994 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1083 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.1318 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0235 ლარი შეადგინა.