უცხოეთი
უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეს შეხვდა

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს:ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

«განხილვის მთავარი თემა უკრაინელი ბავშვების ბედი და ის სირთულეები იყო, რომელთა გადატანაც მათ რუსული აგრესიის გამო უწევთ. მადლობას ვუხდი მის ყოვლადუწმინდესობას მხარდაჭერისა და უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისა და ჩვენი ბავშვებისთვის აღვლენილი მუდმივი ლოცვებისთვის.
 
მის ყოვლადუწმინდესობას მივაწოდე ინფორმაცია მოლაპარაკებების პროცესის შესახებ, რომელიც ღირსეული მშვიდობის მიღწევას ისახავს მიზნად. ასევე, განვიხილეთ უკრაინაში ეკლესიის განვითარების საკითხები. მისი ყოვლადუწმინდესობა ჩვენს ქვეყანაში სტუმრად მივიწვიე, რათა სულიერად დაუჭიროს მხარი ჩვენს ხალხს ამ ყველასთვის მნიშვნელოვან წელს, როდესაც უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავს აღვნიშნავთ.»