სამართალი
სამართალდამცველებმა ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს უწყებაში დაუდასტურეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ლაზარე გრიგორიადისი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც მუქარას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გრიგორიადისი ერთ-ერთი ბარის თანამშრომლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

თბილისში 2023 წლის 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს 2024 წლის 12 აპრილს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ლაზარე გრიგორიადისი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, რის საფუძველზეც მან 2024 წლის 24 აპრილს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.