სამართალი
პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად გეკა გელაძე დაამტკიცა

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გეკა გელაძე გახდა.

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა.

გეკა გელაძის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

კენჭისყრამდე, დახურულ ფორმატში, თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე გეკა გელაძეს მოუსმინეს.

პარლამენტმა გეკა გელაძე თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.