პოლიტიკა
საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტმა „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. პროექტს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ათი წავიდა.
მიღებული გადაწყვეტილებით, მთავრობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შემოდის. აღნიშნულ პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოაწერს, პრემიერ-მინისტრს უფლება ექნება, მამუკა მდინარაძე პოსტზე დანიშნოს.