უცხოეთი
მასუდ ფეზეშქიანი - აშშ-ის მხრიდან ბლოკადა განწირულია წარუმატებლობისთვის

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-ის ბლოკადა „განწირულია წარუმატებლობისთვის“.

„საზღვაო ბლოკადისა და შეზღუდვების დაწესების ნებისმიერი მცდელობა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, რეგიონის ერების ინტერესებს, გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას და განწირულია წარუმატებლობისთვის“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბლოკადის გაგრძელებას ირანის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების იძულების საუკეთესო გზად მიიჩნევს.

ირანმა ფაქტობრივად ჩაკეტა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზღვაო გზა – ჰორმუზის სრუტე, რამაც გლობალური ენერგეტიკული ბაზრები შოკში ჩააგდო.

1tv.ge