სამართალი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ავთანდილ კუნჭულია დაინიშნა

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ავთანდილ კუნჭულია დაინიშნა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

ავთანდილ კუნჭულია მანამდე სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.