საზოგადოება
2025 წელს თბილისსა და რეგიონებში, ჯამში, 3 მილიონზე მეტი ვიდეოჯარიმა გამოიწერა

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. 2025 წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, ჯამში, 3 332 037 ვიდეოჯარიმა გამოიწერა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვიდეოჯარიმების შედეგად დარიცხული თანხა 231 754 040 ლარს შეადგენს.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გამოწერილი ჯარიმებიდან 1 669 637 ჯარიმის გადახდისას 20%-იანი შეღავათით ისარგებლეს, რის საფუძველზეც გადახდილი თანხა 80 145 842,08 ლარს შეადგენს.