პოლიტიკა
სად გაქრა რუსული ტელეარხები კაბელური მაუწყებლობიდან

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. უცნობია, დაბრუნდებიან თუ არა გათიშული რუსული ტელეარხები საკაბელო ტელევიზიას მომავალში, თუმცა მათ ნაცვლად ახალი რუსული არხები დაემატა, უპასუხეს Sputnik-საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა MagtiCom-ის ცხელ ხაზზე.

აპრილიდან საქართველოში მომხმარებლები საკაბელო და ინტერნეტ ტელევიზიის პლატფორმებზე, მათ შორის Magticom-ზე, რუსული საინფორმაციო არხების ძირითადი არხების შეფერხებას ან სრულ გათიშვას უჩივიან. თავად ქსელის პროვაიდერებმა აცხადებდნენ, რომ გათიშვა დროებითია და მაუწყებლობა უახლოეს დღეებში განახლდება.

ზოგადად, ტელეარხები იცვლება. გარკვეული რუსული არხები გაითიშა, მაგრამ მათ ნაცვლად ახალი არხები დაემატა, ასევე რუსული. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, დაბრუნდება თუ არა ძველი არხები“, - განაცხადა სააგენტოს წყარომ.

როგორც Sputnik-ს განუცხადეს, ადრე გათიშვის მიზეზი ტექნიკური პრობლემები იყო, თუმცა ახლა რა მიზეზით არის გათიშული ტელეარხები, არ იციან.

აბონენტები ამბობენ, რომ რუსული არხები არ აქვთ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ძველი, გათიშული არხები ახალი არხებით შეიცვალა, მაგრამ ესენი არ აწყობთ... რა თქმა უნდა, „მაგთის“ აქვს ახლა რუსული არხები. მაგალითად, არხი „პერეცი“, - თქვეს ცხელ ხაზზე.

კერძოდ, გათიშულია „პირველი არხი“, RTR Planeta, Rossiya-Kultura, RenTV, NTV Mir და Пятница.