საზოგადოება
ცოტნე ივანიშვილი: ქართული საზოგადოება ყოველთვის დაიცავს სამშობლოს სუვერენიტეტს

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. მგონი, უკვე კარგად დაინახა ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომ ეს ყველაფერი მანიპულაციურია, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.

მას კითხვა დაუსვეს, როგორია მისი პოზიცია, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ახალ ტალღას ითხოვენ.

ჩემი აზრით, ქართული საზოგადოება უკვე მტკიცედ დგას ამ ყველაფრის წინაშე და ყოველთვის დაიცავს სამშობლოს სუვერენიტეტს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.