საზოგადოება
ილჰამ ალიევი: არსებულ გლობალურ გეოპოლიტიკურ პირობებში შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. არსებულ გლობალურ გეოპოლიტიკურ პირობებში შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ სახელმწიფო მეთაურების არაფორმალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზანგეზურის დერეფანი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, შუა დერეფნის ერთ-ერთ მთავარ სეგმენტად იქცევა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ საბაჟო პროცედურები მარტივდება.

თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ ფარგლებში შემუშავებული e-Permit სისტემა ელექტრონული ნებართვების სწრაფ გაცემას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.