პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი: მივისწრაფვით ურთიერთობათა ნორმალიზებისკენ საქართველოსთან

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ანდრეი სიბიგასგან მიიღო ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ.

ჩვენ მივისწრაფვით ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე. მზად ვართ ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადასადგმელად“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ იქსში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა 15 მაისს მოლდოვაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.