აქტუალური
გიგა ბოკერია: „ახალაია მიშას კაცია და არა – ვანოსი“

bachoთბილისი. 19 სექტემბერი. საქინფორმი. „Wikileak"s“-ის ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს ესაუბრა. სკანდალური საიტის მიერ  გამოქვეყნებულ ტელეგრამაში, რომელიც 2009 წლის 31 აგვისტოს ჯონ ტეფტის მიერ არის შედგენილი, აშშ-ის ელჩი თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნის მოტივის დადგენას ცდილობს. ელჩს მიაჩნია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძეც მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია და მას პრეზიდენტი ენდობა, თუმცა ელჩი ვარაუდობს, რომ სიხარულიძის გადაყენების მიზეზი შესაძლოა, მუხროვანის ამბოხის დროს მინისტრის არაეფექტიანი მუშაობა იყო.

ელჩთან საუბრისას გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ თავდაცვის სტრუქტურას „ძლიერი ხელი“ სჭირდებოდა და ბაჩო ახალაიას დანიშვნა სწორედ ამით იყო განპირობებული. „ბოკერიას განცხადებით, ახალაია სააკაშვილის უახლოესი წრის წარმომადგენელია და მას სააკაშვილი ენდობა. ბოკერია აღნიშნავს, რომ ახალაია „მიშას კაცია“ და არა – „ვანოს კაცი“ (საუბარია შს მინისტრ ვანო მერაბიშვილზე)“, – აღნიშნულია ტელეგრამაში.