აქტუალური
ქვემო ქვალონში კარანტინი გრძელდება

karantiniზუგდიდი. 20 სექტემბერი. საქინფორმი. 8 სექტემბერს გამოცხადებული კარანტინი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში კვლავ ძალაში რჩება. კარანტინის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება ხობის საკრებულომ სოფელში გავრცელებული ჯილეხის გამო მიიღო. ქვემო ქვალონში ჯილეხით სულ 5 ადამიანი დასნებოვნდა და 20-მდე პირუტყვი დაეცა. დაავადებული ადამიანების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ისინი მკურნალობას საკუთარ სახლებში განაგრძობენ.

ხობის გამგებელ იგორ ტყებუჩავას თქმით, სოფელში საკარანტინო მდგომარეობა კიდევ ერთ კვირას გაგრძელდება. მისივე ინფორმაციით, ქვემო ქვალონში დაავადების კერა არ არსებობს და მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, „ქვემო ქვალონში აიკრძალა ყველა სახეობის ცხოველის შეყვანა და გამოყვანა, მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის დამზადება და გამოტანა“.