აქტუალური
იან პრაუდი: ლოგიკურია, რომ საქართველო მონაწილეობს აღმოსავლეთისკენ მიმართულ ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს უკვე მოუწია რუსეთთან ომის გადატანა 2008 წელს, და, როგორც ჩანს, ევროპელ და ბრიტანელ პოლიტიკოსებს ავიწყდებათ ის იარები და გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყანამ უკვე გამოიარა. ამიტომ ყველა კრიტიკა იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც რუსეთზე ზეწოლას ისახავს მიზნად და საქართველოს უბიძგებს, გახდეს გლობალისტური დღის წესრიგის ნაწილი, – ამის შესახებ ბრიტანელმა დიპლომატმა, იან პრაუდმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნის შემდეგ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ვფიქრობ, გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკაზე აისახება ევროპული პოლიტიკა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით არსებობს და ამ პოლიტიკის მთავარი მიზანია საქართველოს წახალისება, რომ ევროკავშირის საგარეო კურსს მიჰყვეს რუსეთის წინააღმდეგ – დააწესოს სანქციები რუსეთის მიმართ და გადადგას მსგავსი ნაბიჯები. თუმცა ნებისმიერი დამოუკიდებელი დამკვირვებლისთვის სრულიად ნათელია, რომ საქართველო რუსეთს სანქციებს თუ დაუწესებს, ამას თქვენი ქვეყნისთვის უზარმაზარი ეკონომიკური, პოლიტიკური და, შესაძლოა, სამხედრო ფასიც ექნება.

საქართველოს უკვე მოუწია რუსეთთან ომის გადატანა 2008 წელს, და, როგორც ჩანს, ევროპელ და ბრიტანელ პოლიტიკოსებს ავიწყდებათ ის იარები და გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყანამ უკვე გამოიარა. ამიტომ ყველა ეს კრიტიკა სანქციებთან დაკავშირებით, ეს კრიტიკა საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების მიმართ, ჩემი აზრით, იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც რუსეთზე ზეწოლას ისახავს მიზნად და საქართველოს უბიძგებს, გახდეს გლობალისტური დღის წესრიგის ნაწილი. მაგრამ რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ქვეყანა ცდილობს, იყოს დამოუკიდებელი, ცდილობს, მულტივექტორული პოლიტიკა გაატაროს და არ გაებას ომებში. მით უმეტეს, რომ თავად უკვე აქვს 2008 წლის ომის გამოცდილება, მაშინ, როდესაც, მსოფლიოში ეკონომიკური სიმძიმის ცენტრი აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს და ის აზიისკენ გადაადგილდება, რასაც ძირითადად ჩინეთის, როგორც ეკონომიკური ზესახელმწიფოს, გასაოცარი ზრდა განაპირობებს ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში და ეს რეალობაა“, – აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, ამავდროულად, ევროპა დეინდუსტრიალიზაციის პროცესშია და ეკონომიკური თუ გრძელვადიანი დაკნინების გზას ადგას.

გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, შეერთებული შტატებიც იმავე მიმართულებით მიდის, ამიტომ საქართველო იდეალურ პოზიციაშია ამ ეკონომიკური გადანაცვლების ზღვარზე. სრულიად ლოგიკურია, რომ საქართველო აღმოსავლეთისკენ მიმართულ ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში მონაწილეობს. ეს არ ნიშნავს ევროპასთან ან დასავლეთის ქვეყნებთან ყველა კავშირის გაწყვეტას. ეს იმას ნიშნავს, რასაც საქართველო უკვე აკეთებს მრავალვექტორულ მიდგომას, კავშირების აშენებას სხვადასხვა ქვეყანასთან.

მსოფლიოში ეკონომიკური ძალთა ბალანსი როდესაც იცვლება, პოლიტიკური ძალაუფლების ბალანსიც იცვლება. უნიპოლარული ეპოქა დასრულდა, ჩვენ უკვე მრავალპოლარულ სამყაროში ვცხოვრობთ. როგორც ჩანს, საქართველომ ეს ცვლილება დროულად დაინახა და ცდილობს ისე პოზიციონირდეს, რომ ამ ცვლილებებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს“, – განაცხადა ბრაიტანელმა დიპლომატმა.