სამართალი
საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საჭიროებს ძირეულ რეფორმასა და განახლებას. როგორც პარტიის დამფუძნებელმა და ლიდერმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, პარტია უნდა გახდეს უფრო სახალხო, დემოკრატიული და ღია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„თანამედროვე ელექტრონული აპლიკაციის გამოყენებით, პარტია უნდა გადავიდეს წევრების მიერ უშუალო, ჰორიზონტალურ მართვაზე“, – აღნიშნულია პარტიის ინფორმაციაში.