საზოგადოება
პეტერ ფიშერი: ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა, მადლობა, ბედნიერად

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. პეტერ ფიშერს საქართველოში გერმანიის ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა. ამის შესახებ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen“ (ნახვამდის)“, – წერს ფიშერი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე 2022 წელს დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ჰუმბერტ ქნირში შეცვალა.