საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დაიკვეხნა იმით, რომ ბრიტანეთის პარლამენტი „ყველაზე გეია“ მსოფლიოში. ამის შესახებ მან 1 ივლისს, ლონდონში, დაუნინგ-სტრიტზე გამართულ გეი-პრაიდზე განაცხადა. „ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ ჩვენ ყველაზე გეი პარლამენტი გამოგვივიდა. არა მგონია, რომ ისტორიის მანძილზე მსოფლიოში სადმე სხვაგან ყოფილიყო პარლამენტი, რომელიც ამაზე უფრო გეი იქნებოდა. ეს ფანტასტიკაა“, – თქვა მან.
თანასწორობის მინისტრმა ოლივია ბეილიმ სტარმერს „ლესბოსური სტილის ხატი“ უწოდა. „ლესბოსური სტილის ხატი – მომწონს“, – უპასუხა ბრიტანეთის პრემიერმა.
მანამდე, 28 ივნისს, სტარმერმა განაცხადა, რომ შესაძლოა თავისი კანდიდატურა ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე წამოაყენოს. 22 ივნისს კირ სტარმერმა გადადგომის შესახებ გამოაცხადა და დააზუსტა, რომ ამჟამინდელ პოსტზე მემკვიდრის არჩევამდე დარჩება. ერთი დღით ადრე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა კერძო საუბარში მას ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. მანამდე ლეიბორისტული პარტიის 100-ზე მეტი დეპუტატი პრემიერის გადადგომას საჯაროდ ითხოვდა. 17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ლეიბორისტული პარტიის წევრებს შორის პრემიერის მხარდაჭერა დაბალია – გადადგომას მხარს უჭერს უმრავლესობა (52%), და მხოლოდ 36% რჩება მის მხარეზე.